Thumbnail

Transfermarkt-მა თურქეთის სუპერ ლიგის ფეხბურთელთა ფასები განაახლა, მნიშვნელოვნად შეიცვალა ჰათაისპორის 26 წლის შემტევის, საბა ლობჟანიძის საბაზრო ფასი. საბას შესანიშნავი საკლუბო სეზონი აქვს - 7 მატჩში მან 3 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა, რაც მის შეფასებაზე აისახა. 

ლობჟანიძე €1.5 მილიონი ღირდა, დღეიდან კი მისი ფასი 3.4 მილიონი ევროა (მისი ფასი 2.3-ჯერ გაიზარდა). ამით საბა ქართველ ფეხბურთელებში მეორე ადგილზე (მეშვიდედან) გადავიდა - ის მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას ჩამორჩება - €18 მილიონი. აღსანიშნავია, რომ თურქეთში მოთამაშე ვატო არველაძე (კარაგიუმრუკი) კვლავ 225 ათასი ევრო ღირს.  

ქართველი ფეხბურთელები. TOP 10. TRANSFERMARKT

1. ხვიჩა კვარაცხელია - €18 000 000

2. საბა ლობჟანიძე - €3 400 000

3. დავით ხოჭოლავა - 3 000 000

3. ოთარ კიტეიშვილი - 3 000 000

5. გიორგი ჩაკვეტაძე - 2 700 000

6. საბა კვერკველია - 2 500 000

6. ჯიმი ტაბიძე - 2 500 000

6. ზურიკო დავითაშვილი - 2 500 000

9. ლევან შენგელია - 2 000 000

10. გიორგი ქვილითაია - 1 800 000

10. გიორგი მიქაუტაძე - 1 800 000

€1 მილიონი და მეტი კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი ღირს: 12. ვაკო ყაზაიშვილი - €1.6 მლნ; 13. ვაკო გვილია - €1.5 მლნ; 14. გიორგი წიტაიშვილი - €1.2 მლნ; 15. გიორგი მაკარიძე - €1 მლნ; 16. თორნიკე ოქრიაშვილი - €1 მლნ და 17. ნიკა ნინუა - €1 მლნ.

კომენტარები

ბოლო ამბები