Thumbnail

22:45 საათზე კოსოვოს და საქართველოს ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება შედგება. 

პრიშტინაში, ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე შეხვედრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა სასტარტო შემადგენლობები გამოაცხადეს.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი კოსოვოს მნიშვნელოვანი დანაკლისით, 21 ფეხბურთელით ესტუმრა. ცნობილი იყო, რომ დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებდნენ კაპიტანი ჯაბა კანკავა და გიორგი აბურჯანია, ტრავმის გამო - ოთარ კიტეიშვილი და გიორგი მიქაუტაძე. გუნდს ბოლო მომენტში ავადმყოფობის გამო გიორგი ჩაკვეტაძეც გამოაკლდა. დისკვალიფიკაცია მოიხადეს და ნაკრებს დაუბრუნდნენ გურამ კაშია და გრიგოლ ჩაბრაძე.

ვილი სანიოლმა სასტარტო შემადგენლობაში საბა ლობჟანიძე და გიორგი წიტაიშვილი ერთად დააყენა, ფორვარდის პოზიციაზე კი თორნიკე ოქრიაშვილი გაამწესა.

კოსოვო (4-3-3): მურიჩი - ვოივოდა, რაჰმანი, ფაზლიი, ალიტი - ჰალიმი, დრეშევიჩი, ცელინა - რაშანი, მურიქი, რაშიცა.

საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, კაშია (კ), დვალი, გიორბელიძე - გვილია, კვეკვესკირი - ლობჟანიძე, წიტაიშვილი, კვარაცხელია - ოქრიაშვილი

პრიშტინას სტადიონი კოსოვო-საქართველოს მატჩის წინ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო B ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა 6 მატჩი ჩაატარა, 5 წააგო, 1 ფრედ დაასრულა და ბოლო, მე-5 ადგილზეა. კოსოვო 4 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს. სანიოლის გუნდი შესარჩევ ციკლში გამოსვლას 11 ნოემბერს, შვედეთთან საშინაო შეხვედრით დაასრულებს.

კომენტარები

ბოლო ამბები