Thumbnail
  • '5 იტალიელი ფეხბურთელი ნომინანტთა შორის? ეს ნამდვილად კარგი ნიშანია'
  • ფაბიო კანავარომ მომავალი დაჯილდოების ფავორიტებზე ისაუბრა

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა ფაბიო კანავარომ "ოქროს ბურთის" კანდიდატთა შორის ერთბაშად 5 მისი თანამემამულის ყოფნაზე ისაუბრა, თუმცა, დასძინა, რომ მისი აზრით ჯილდოს კვლავაც არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი მიიღებს. კანავარომ, რომელსაც 2006 წელს "ოქროს ბურთი" თავადაც აქვს მიღებული, იტალიის ნაკრების პერსპექტივებზეც ილაპარაკა.

“5 იტალიელი ფეხბურთელი ნომინანტთა შორის მას მერე არ ყოფილა, რაც 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგეთ. ეს ნამდვილად კარგი ნიშანია. ყველაზე მეტად აღიარებას ჟორჟინიო იმსახურებს, ბარელა და სხვებიც კარგები იყვნენ და ვფიქრობ, სიაში კიეზაც უნდა ყოფილიყო. მასაც მაგარი თამაშები ჰქონდა. ბონუჩი და კიელინიც დაცვაში მშვენიერ წყვილად რჩებიან, თუმცა ვფიქრობ, "ოქროს ბურთს" ისევ მესის გადასცემენ. 

მეკარეებისთვის ამ პრიზის მიღება ტრადიციულად რთულია, სწორედ ამიტომაც, ერთადერთ გამარჯვებულად ლევ იაშინი რჩება. ჯიჯო დონარუმას აღიარების შანსი ნამდვილად ექნება თუკი პროგრესს განაგრძობს. მჯერა, ნაკრებსა და პსჟ-ში ისევ ბევრ ტიტულს მოიგებს და ეს საქმეს გაუადვილებს. მითუმეტეს, რომ მესისა და რონალდოს ერა სრულდება, მათი დარი ფეხბურთელები კი არ სჩანან.

თუკი იტალიის ნაკრების პერსპექტივებზე ვისაუბრებთ, ჩვენ ჩინებული ნახევარმცველები და ფორვარდები გვყავს, დაცვაში კი ცოტა გვიჭირს. ბასტონი კარგად პროგრესირებს, სხვას კი გამორჩეულს ვერავის ვხედავ. ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ რობერტო მანჩინი 3 მცველით თამაშის ტაქტიკას განიხილავს”.

ფაბიო კანავარო

ჟურნალი France Football ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს "ოქროს ბურთით", იგივე Ballon d'Or-ით 1956 წლიდან, ყოველწლიურად აჯილდოებს. გამარჯვებულს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტები ხმის მიცემით ავლენენ. 2010-იდან 2015 წლამდე France Football და ფიფა გამარჯვებულს ერთად - "ფიფას ოქროს ბურთით" აჯილდოებდნენ, თუმცა, 2016 წლიდან მხარეებმა თანამშრომლობა აღარ ისურვეს. პრიზის მფლობელის ვინაობა 29 ნოემბერს, პარიზში გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ შარშან დაჯილდოება კორონავირუსის პანდემიის გამო არ შედგა, ხოლო შარშანწინ კი “ოქროს ბურთს” ლიონელ მესი დაეუფლა (სამეულში ვან დაიკი და რონალდოც იყვნენ).

ოქროს ბურთის 30 კანდიდატი

რიად მაჰრესი (მანჩესტერ სიტი)
ნ’გოლო კანტე (ჩელსი)
ერლინგ ჰაალანდი (დორტმუნდი)
ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი)
მეისონ მაუნტი (ჩელსი)
ჰარი კეინი (ტოტენჰემი)
ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ)
ქარიმ ბენზემა (რეალი)
რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი)
ნიკოლო ბარელა (ინტერი)
ლიონელ მესი (პსჟ)
ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი)
პედრი (ბარსელონა)
ლუკა მოდრიჩი (რეალი)
ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი)
კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)
ნეიმარი (პსჟ)
ლაუტარო მარტინესი (ინტერი)
რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი)
სიმონ კიაერი (მილანი)
რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)
ჟორჟინიო (ჩელსი)
მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი)
რომელუ ლუკაკუ (ჩელსი)
კრიშტიანო რონალდო (მანჩესტერ იუნაიტედი)
ჟერარდ მორენო (ვილიარეალი)
ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი)
კილიან მბაპე (პსჟ)
ლუის სუარესი (ატლეტიკო)

კომენტარები

ბოლო ამბები