Thumbnail

ჩელსი აზარის დაბრუნებას აპირებს - ლონდონელები პერესს უკვე ელაპარაკნენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ედენ აზარს ყველაზე შთამბეჭდავი პერიოდი სწორედ ინგლისში აქვს გატარებული
  • მადრიდის რეალში მისი კარიერა ცუდად აეწყო და ხშირი ტრავმიანობაც დასჩემდა

მადრიდის რეალის 30 წლის ბელგიელი ფორვარდი ედენ აზარი, შესაძლოა, ლონდონის ჩელსიში დაბრუნდეს. ამის შესახებ El Nacional იუწყება.

როგორც ირკვევა, პრემიერლიგის გრანდს შესაბამისი ქმედებები უკვე დაწყებული აქვს. ჩელსის წარმომადგენლებს კონტაქტი ჰქონდათ მადრიდელთა პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან და დარწმუნდნენ, რომ რეალი ამ საკითხის განსახილველად მზადაა.

შეგახსენებთ, რომ აზარი “სამეფო კლუბში” 2019 წელს 115 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა და მისი კონტრაქტი 2024 წლამდეა გათვლილი. ბელგიელი ფეხბურთელი მანამდე 7 წელი სწორედ ჩელსისში თამაშობდა, კარიერის სტარტზე კი ფრანგული ლილის ღირსებას იცავდა. საინტერესოა, რომ აღნიშნულ 7 წელში ედენმა ტრავმის გამო მხოლოდ 18 მატჩი გამოტოვა, რეალში გატარებულ 2 წელში კი, იგივე მიზეზით უკვე 57 თამაში გაუცდა.

ყველა თანხმდება, რომ აზარი რეალში ისეთივე გამორჩეული ვეღარაა, როგორც – ჩელსიში. იგივე მიმდინარე სეზონში მან მონაწილეობა ლა ლიგის 7 მატჩში მიიღო და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაში კი ერთადერთხელ ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები