Thumbnail

'რუსების გარეშე' - კიევი MMA-ს ევროპის ჩემპიონატს მხოლოდ ასე უმასპინძლებს

  • 5-9 ნოემბერს უკრაინის დედაქალაქი MMA-ში ევროპის ჩემპიონატს მიიღებს
  • ტურნირის ჩატარება ჯერ საბერძნეთში იგეგმებოდა, შემდეგ - საქართველოში
  • უკრაინის MMA-ს ფედერაციის მოთხოვნა მოკლე და კატეგორიულია

უკრაინის შერეული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციამ (UF MMA) უარი თქვა რუსი სპორტსმენების ევროპის ჩემპიონატზე დაშვებაზე, რომელიც კიევში გაიმართება. ამის შესახებ უკრაინულ მედიას ორგანიზაციის ხელმძშღვანელმა ვლადიმირ ტესლიამ გაუნცხადა. 

MMA-ს ევროპის ჩემპიონატის ჩატარება თავდაპირებლად საბერძნეთში იგეგმებოდა, შემდეგ - საქართველოში, მაგრამ ქვეყნებმა ღონისძიების მასპინძლობაზე უარი, შესაბამისად, ტყის ხანძრებისა და გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო თქვეს. ამის შემდეგ ტურნირის მიღების სურვილი უკრაინამ გამოხატა, მაგრამ ერთი პირობით - იქ რუსი სპორტსმენები არ უნდა გამოვიდნენ. 

"ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე ჩვენი მთავარი მოთხოვნა მოკლე და კატეგორიული იყო - აქ არ უნდა იყოს არცერთი რუსი მებრძოლი. GAMMA (MMA-ს მსოფლიო ასოციაცია) დაგვეთანხმა", - განაცხადა ვლადიმირ ტესლიამ.

უკრაინის დედაქალაქში MMA-ს ევროპის ჩემპიონატის ჩატარება 5-9 ნოემბერს იგეგმება.

კომენტარები

ბოლო ამბები