Thumbnail
  • 25-კაციანი სია
  • საქართველო-სერბეთი 29 ივნისს

სერბეთის ნაკრების თავკაცმა ალეკსანდარ ჯორჯევიჩმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის გაფართოებული, 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. 

შეგახსენებთ, რომ G ჯგუფში მსოფლიოს მე-4 ნაკრები (რეიტინგით) საქართველოს ნაკრების მეტოქეა, გერმანიასთან და ავსტრიასთან ერთად. 

სერბეთი 29 ივნისს თბილისს ეწვევა, ხოლო 2 ივლისს ნოვი სადში ლიდერ გერმანიას უმასპინძლებს.
გუნდში მოხვდნენ მილოშ ტეოდოშიჩი, ნემანია ბიელიცა და ბობან მარიანოვიჩი. ტეოდოშიჩი და მარიანოვიჩი კლიპერსის კალათბურთელები არიან, ხოლო ბიელიცა მინესოტაში თამაშობს და მათ ეს შესარჩევი ციკლი გამოტოვეს. 

გუნდს არ ეყოლება NBA-ს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი ნიკოლა იოკიჩი (დენვერი) და საკრამენტოს მცველი ბოგდან ბოგდანოვიჩი, სხვა მხრივ უძლიერესი შემადგენლობაა. ბოგდანოვიჩი ტრავმირებულია. 

სერბეთის ნაკრები

ალეკსა ავრამოვიჩი, ნემანია ბიელიცა, დეიან დავიდოვაცი, ილია ჯოკოვიჩი, ოგნიენ დობრიჩი, ჯორჯე გაგიჩი, მარკო გუდურიჩი, სტევან იელოვაცი, სტეფან იოვიჩი, ნიკოლა კალინიჩი, ვლადიმირ ლუჩიჩი, ბობან მარიანოვიჩი, ვასილიე მიჩიჩი, ნიკოლა მილუტინოვი, ნიკოლა მისკოვიჩი, ლუკა მიტროვიჩი, დრაგან მიროსავლიევიჩი, დეიან მუსლი, ნემანია ნედოვიჩი, სტეფან პენო, ალეკსა რადანოვი, მიროსლავ რადულიცა, მარკო შიმუნოვიჩი, მილოშ ტეოდოშიჩი, დეიან ტოდოროვიჩი.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში სერბეთის ნაკრებმა შინ საქართველოს 105:87 მოუგო. 

კომენტარები

ბოლო ამბები