Thumbnail

'მხოლოდ ფულზე ფიქრობენ, ჩვენ რობოტები არ ვართ' - კურტუა უეფაზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ტიბო კურტუამ გადატვირთულ კალენდარზე ისაუბრა და უეფას შეუტია
  • ბელგიელი მეკარის აზრით, უეფაში მხოლოდ ფული აინტერესებთ

მადრიდის რეალისა და ბელგიის ნაკრების მეკარემ ტიბო კურტუამ ერთა ლიგის გამო უეფა მწვავედ გააკრიტიკა. როგორც გამოცდილმა კიპერმა აღნიშნა, ფეხბურთელები რობოტები არ არიან და ევროპული ფეხბურთის მმართველი უწყება მხოლოდ იმაზე ფიქრობს, უფრო მეტი ფული როგორ გამოიმუშავოს.

"უეფას მხოლოდ ფული აინტერესებს და ჩვენ რობოტები არ ვართ. მათ არ აინტერესებთ ფეხბურთელები, მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ფიქრობენ და ამ ტურნირში მხოლოდ იმიტომ ვმონაწილეობთ, რომ უეფამ მეტი ფული მიიღოს, იგივე ეხება კონფერენსლიგასაც. უეფა გაბრაზებულია, რადგან რამდენიმე გუნდს სუპერლიგაში გადასვლა სურს, მაგრამ მათ ფეხბურთელები არ აინტერესებთ. ერთი წუთითაც არ ვჩერდებით და ეს იწვევს დაზიანებებს. სიტუაცია აუცილებლად უნდა გადაიხედოს. ჩვენ რობოტები არ ვართ, მატჩები სულ უფრო და უფრო იმატებს და ჩვენზე არავინ ზრუნავს", - თქვა ტიბომ.

შეგახსენებთ, რომ ბელგია ერთა ლიგის ნახევარფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ კურტუამ აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარი იყო, რატომ უნდა ეთამაშათ ერთა ლიგის მე-3 ადგილისთვის მატჩი, რომელსაც არავითარი აზრი არ ჰქონდა. ამჯერად კი, იტალიასთან (1:2) თამაშის შემდეგ კურტუამ კიდევ ერთი კრიტიკული განცხადება გააკეთა.

კომენტარები

ბოლო ამბები