Thumbnail
  • ესპანეთი 1:2 საფრანგეთი | გოლები: 1:0 ოიარსაბალი (64), 1:1 ბენზემა (66), 1:2 მბაპე (80)
  • საფრანგეთმა ჩაგდებული ევრო 2020-ის შემდეგ ერთა ლიგა მოიგო

უეფას ერთა ლიგის რიგით მე-2 გათამაშება საფრანგეთის ნაკრებმა მოიგო. მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა იტალიაში გამართული ფინალური ეტაპი ყველაზე უკეთ ჩაატარა, ჯერ ნახევარფინალში ბელგიას მოუგო (3:2), მერე კი ფინალში - ესპანეთს (2:1).

აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში დიდიე დეშამის გუნდმა ქამბექი შემოგვთავაზა. მილანში, "სტადიო ჯუზეპე მეაცაზე" საფრანგეთისა და ესპანეთის მატჩი მოლოდინისამებრ საინტერესო გამოვიდა, მაგრამ საგოლე მომენტების შექმნა დიდი ხანი ჭირდა.

პირველი რეალური საგოლე შანსი საფრანგეთმა მიიღო და ეს 63-ე წუთზე მოხდა, როცა ტეო ერნანდესის დარტყმა ხარიხას მოხვდა. ერთ წუთში ესპანეთის ნაკრები დაწინაურდა. მიკელ ოიარსაბალმა დაიო უპამეკანოს აჯობა და უგო ლორისს შორეულ კუთხეში გაუტანა. ესპანელთა სიხარული დიდი ხანი არ გაგრძელებულა, რადგან საპასუხო შეტევაში ქარიმ ბენზემამ გაათანაბრა. მადრიდის რეალის შემტევმა ულამაზესი დარტყმით გაუტანა უნაი სიმონს - 1:1. მატჩის ბედი კი კილიან მბაპემ გადაწყვიტა, რომელმაც მე-80 წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

საფრანგეთის ნაკრებმა მონაგარს ახალი ტიტული შემატა

დარჩენილ დროში ესპანეთს გათანაბრება შეეძლო. ჯერ დუბლთან ახლოს ოიარსაბალი იყო, მაგრამ უგო ლორისმა ფრანგები გადაარჩინა, ხოლო მსაჯის კომპენსირებულ დროში ლორისმა იერემი პინოსაც აჯობა და გამარჯვებაში სოლიდური წვლილი შეიტანა.

ამგვარად, საფრანგეთის ნაკრები ერთა ლიგის ჩემპიონი გახდა, ესპანეთს მე-2 ადგილი ერგო, მესამეზე იტალია გავიდა, ხოლო მეოთხეზე - ბელგია. შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის პირველი გათამაშება 2019 წელს პორტუგალიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

საფრანგეთის ნაკრები პირველია ისტორიაში, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი და ერთა ლიგა მოიგო.

ესპანეთი 1:2 საფრანგეთი

გოლები: 1:0 ოიარსაბალი (64), 1:1 ბენზემა (66), 1:2 მბაპე (80)

ესპანეთი (4-3-3): სიმონი - ასპილიკუეტა, გარსია, ლაპორტი, ალონსო - გავი (75. კოკე), ბუსკეტსი, როდრი (84. ფორნალსი) - ტორესი (84. მერინო), ოიარსაბალი, სარაბია (61. პინო)

საფრანგეთი (3-4-1-2): ლორისი - კუნდე, ვარანი (43. უპამეკანო), კიმპემბე - პავარი (79. დუბუა), ჩუამენი, პოგბა, ტ. ერნანდესი - გრიზმანი (90. ვერეტუ) - ბენზემა, მბაპე

კომენტარები

ბოლო ამბები