Thumbnail

ძალოსნობა | გურამ ვეკუას ვერცხლი ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 17 წლის ქართველი ძალოსანი მხოლოდ უზბეკ მეტოქეს ჩამორჩა
  • 11 ოქტომბერს ფიცარნაგზე ნათია გადელია გავა

საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრების წევრი გურამ ვეკუა (96 კგ.) საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა.

17 წლის ქართველმა ძალოსანმა ჯამში 6 ცდიდან 5 გამოიყენა. გურამმა ატაცში 148 კგ. დასძლია და მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან ასევე ვერცხლი დაისაკუთრა აკვრაში (180 კგ.) და ჯამური 328 კილოგრამითაც მე-2 ადგილი დაისაკუთრა.

გურამ ვეკუა

ატაცი: 143 კგ. ✅, 146 კგ. ✅, 148 კგ. ✅

აკვრა: 177 კგ. ✅, 180 კგ. ✅ 188 კგ. ❌

ქართველი ძალოსანი მხოლოდ უზბეკ კურბონმუროდ ნომოზოვს (342 კგ.) ჩამორჩა, ბრინჯაოს მედალი კი თურქმა მუჰამედ ბურუნმა (326 კგ.) დაისაკუთრა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა ნიკოლოზ ესართიამ (73 კგ.), 11 ოქტომბერს კი ფიცარნაგზე ნათია გადელია (81 კგ.) გავა.

გურამ ვეკუას გამოსვლის მოკლე კოლაჟი საუდის არაბეთიდან.შეგახსენებთ გურამმა სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე.

Posted by Georgian Weightlifting Federation საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია on Sunday, October 10, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები