- ლერი აბულაძე 4:5 მეისამ კარამალი დალხანი
- ქართველი ფალავანი დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა
- 8:0 აზერბაიჯანელ მეტოქესთან - რამაზ ზოიძის ბრინჯაო მსოფლიოს ჩემპიონატზე
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ლერი აბულაძემ (63 კგ.) ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
აბულაძე ფინალში ირანელ მეისამ კარამალი დალხანის გაეჯიბრა და დრამატულ ბრძოლაში 4:5 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის აბულაძე ტურნირში გუშინ ჩაება და გზიდან ყაზახი სულტან ასეტული (5:4), იაპონელი კენსუკე შიმიზუ (5:4) და უნგრელი ერიკ ტორბა (7:1) ჩამოცილა.
ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრების წევრთა მონაგარი 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალია. მე-3 ადგილზე გასვლა ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ.) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ.) მოახერხეს. დღესვე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ რამაზ ზოიძე (67 კგ.) და ლაშა გობაძე (87 კგ.).
კომენტარები