Thumbnail
  • ვირტუსი შესაძლოა, მანუჩარ მარკოიშვილით დაინტერესდეს
  • რეჯო ემილიას ქართველი კალათბურთელის შენარჩუნება სურს

საქართველოს ნაკრების 31 წლის მსროლელი მანუჩარ მარკოიშვილი შესაძლოა, ბოლონიის ვირტუსში გადავიდეს. საქმე ისაა, რომ basketnet.it-ის ცნობით, ამ კლუბში ანდრეა ტრინკიერი მიდის. საბერძნეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ბოლოს გერმანულ ბამბერგს წვრთნიდა. 

ტრინკიერიმ და მარკოიშვილმა ერთად 2009-2013 წლებში კანტუში იმუშავეს. 

თუ ტრინკიერი ვირტუსში დაინიშნება, ერთ-ერთი პირველი სწორედ რეჯო ემილიადან მარკოიშვილის ტრანსფერს მოითხოვს. 

ვირტუსი იტალიის 15-გზის ჩემპიონია და ტიტულებით მხოლოდ მილანის ოლიმპიას (27) ჩამორჩება. 
თავად რეჯო ემილიაშიც დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი, გუნდშ ბევრი ახალგაზრდა მოჰყავთ და ლეგიონერებსაც ახლებს იბევებენ, თუმცა კლუბს ვეტერანი მარკოიშვილის შენარჩუნება სურს. დიდწილად, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული ითამაშებს თუ არა რეჯო ემილია გაისად ევროთასის გათამაშებაში. 

სხვათა შორის, ამ სეზონში პლეი ოფში ვერც ერთი გუნდი ვერ გავიდა, ბოლო ტურში სწორედ მარკოიშვილის რეჯო ემილიამ მოუგო ვირტუსს და მე-9 ადგილზე დატოვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები