Thumbnail

ნეიმარი: 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ჩემთვის, ალბათ, ბოლო იქნება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ნეიმარმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა
  • 2022 წლის მუნდიალზე ის მხოლოდ 30 წლის იქნება

პარი სენ-ჟერმენისა და ბრაზილიის ნაკრების ვარსკვლავი ნეიმარი უახლოეს მომავალში სანაკრებო კარიერის დასრულებას აპირებს. როგორც მან ტელეკომპანია DAZN-ს განუცხადა, 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი სავარაუდოდ, მისთვის ბოლო იქნება.

"ვფიქრობ, რომ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ჩემთვის ბოლო იქნება. ასე ვფიქრობ, რადგან არ ვიცი, მაქვს თუ არა საკმარისი ძალა. ასე რომ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კარგად ვითამაშო და ეროვნულ გუნდთან ერთად გავიმარჯვო. ამით ბავშვობის ოცნებას ავიხდენ. ვიმედოვნებ, რომ მუნდიალზე წარმატებას მივაღწევთ", - თქვა ბრაზილიელმა ვარსკვლავმა.

ნეიმარს მსოფლიოს ჩემპიონატებზე 10 მატჩში 6 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს

ნეიმარი 2022 წლის მუნდიალის დროს მხოლოდ 30 წლის იქნება. მას "სელესაოში" დებიუტი 2010 წელს ჰქონდა და დღემდე 113 მატჩში 69 გოლი გაიტანა, მონაწილეობა მიიღო ორ მსოფლიოს ჩემპიონატში (2014 და 2018), 2013 წელს კონფედერაციათა თასი მოიგო, 2016 წელს კი ოქროს მედალი ოლიმპიურ ნაკრებთან ერთად მოიპოვა.

მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატი 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე ყატარში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები