Thumbnail

'რეალი სანქციებს იმსახურებს' - ლეონარდო მადრიდელების დასჯას ითხოვს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'კილიანი 100%-ით ჩვენ წარმოგვადგენს'
  • პსჟ-ს სპორტული დირექტორი 'სამეფო კლუბზე' გაბრაზებულია

ფრანგული პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ უკმაყოფილება გამოთქვა მადრიდის რეალის ქმედებით, რომელიც უკვე დიდი ხანია კილიან მბაპეს გადაბირებით არის დაინტერესებული და პარიზელებს მუდმივი წნეხის ქვეშ ამყოფებს.

“ჩვენი სურვილია, რომ მბაპე პსჟ-ში დარჩეს. კილიანი 100%-ით ჩვენს კლუბს წარმოადგენს. ის ნამდვილი მარგალიტია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. ვფიქრობ, რეალი სანქციებს იმსახურებს, რადგანაც მუდმივად მბაპეზე საუბრობენ, არადა, ის ჩვენი ფეხბურთელია”.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს კილიანი რეალთან გადასვლაში ძალიან ახლოს იყო, თუმცა, პსჟ-მ მადრიდელების წინადადება არ მიიღო. ფრანგ ვარსკვლავს მიმდინარე კონტრაქტის ვადა 2022 წლის 30 ივნისს ეწურება და პსჟ ეცდება, მას რეალზე უკეთესი პირობები შესთავაზოს. 

საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მბაპემ 9 მატჩი ჩაატარა და აქტივში 4 გოლი 3 საგოლე პასი აქვს. კილიანი პარიზული გრანდის ღირსებას 2017 წლიდან იცავს, მანამდე კი, ასევე ფრანგულ მონაკოში თამაშობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები