Thumbnail

საოცარი 11 რაუნდი და ნოკაუტი! ტრილოგია ტაისონ ფიურის გამარჯვებით დასრულდა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • მსოფლიო კრივის კლასიკა ლას ვეგასში
  • ტაისონ ფიური მსოფლიოში საუკეთესო მძიმეწონოსანია

დღეს ლას ვეგასში, "ტი-მობაილ" არენაზე ტაისონ ფიურის და დეონტეი უაილდერის მესამე და ბოლო ბრძოლა გაიმართა. ტრილოგიის ბოლო სერია, ისეთივე დრამატული და საოცარი აღმოჩნდა, როგორც პირველი ორი ბრძოლა.

დღევანდელი კრივის მატჩი, უაილდერის უპირატესობით დაიწყო, თუმცა პირველი ნოკდაუნი მაინც ამერიკელმა განიცადა. "ბრონზე ბომბერი" ბრძოლას დაუბრუნდა და ფიური ორჯერ დააგდო, მაგრამ როგორც პირველ ბრძოლაში, აქაც ბრიტანელი ორჯერ გაცოცხლდა.

ტაისონ ფიურიმ, ბრძოლის საკუთარი კარნახით წარმართვა შეძლო, უაილდერთან დისტანცია შეამცირა და მე-11 რაუნდში, კრივის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაპირისპირების ტრილოგია ნოკაუტით დაასრულა!

"მე მსოფლიოში საუკეთესო მოკრივე ვარ, მაგრამ ჩემს შემდეგ საუკეთესო უაილდერია - ამას ყოველთვის ვამბობდი!" - ამბობდა ფიური მატჩის შემდეგ. "დონტეი ძლიერი დამრტყმელია და მგონია, რომ ჩემს მეტი მას ვერავინ შეაჩერებდა."

 

კომენტარები

ბოლო ამბები