Thumbnail

ზედიზედ მესამე ტიტული! უმცროსი ბორჯღალოსნები ევროპის ჩემპიონები გახდნენ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ფინალი: პორტუგალია 0:27 საქართველო
  • უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ მესამედ მოიგეს

უმცროსი ბორჯღალოსნები ევროპის ჩემპიონები არიან. ისევ!

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის ქალაქ კალინინგრადში, ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიას 27:0 სძლია და ტიტულს ზედიზედ მესამედ დაეუფლა.

ქართველმა მორაგბეებმა პირველ ტაიმში 4 ლელოს დადება შეძლეს, ხოლო მეორე ნახევარში კიდევ ერთი ლელო მიითვალეს და მეტოქე მარტივად დაამარცხეს. საქართველომ 3 ოქტომბერს 1/4-ფინალში ჩეხეთს 76:0 სძლია, ნახევარფინალში კი ბელგიას 6 ოქტომბერს 37:3 მოუგო.

პეტრე ხუციშვილი: "ძალიან ვწუხვართ ბათუმის ტრაგედიის გამო, ეს მოგება თქვენ მოგიძღვენით! ძალიან დიდი იმედი მაქვს, ამით ცოტა მაინც გავახარეთ თქვენი გულები. ძალიან გვიყვარხართ."

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა 2018 წელს საფრანგეთს ფინალში 8:3 მოუგო, 2019 წელს კი ესპანეთი 20:10 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროპის წინა ჩემპიონატიც კალინინგრადში მოიგო.

2021 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დაჯილდოება🇬🇪

ევროპის ჩემპიონები 🇬🇪 🏆💪 #RugbyEurope #JuniorLelos #U18 #europeanchampionship

Posted by Georgian Rugby on Saturday, October 9, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები