Thumbnail
  • ლერი აბულაძემ (63 კგ.) ფინალის საგზური მოიპოვა
  • რამაზ ზოიძე ნახევარფინალში დამარცხდა, გობაძე რეპეშაჟში გადაერთო

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება. ლერი აბულაძე (63 კგ.) ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. მან ყაზახი, იაპონელი და უნგრელი მოჭიდავეები დაამარცხა. აბულაძის მეტოქე ფინალში ირანელი მესიამ დალხანი იქნება.

სამწუხაროდ, რამაზ ზოიძე (67 კგ.) ნახევარფინალში მოჰამადრეზა გერაეისთან დაძაბულ ბრძოლაში 6:7 დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ლაშა გობაძემ კი სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილთან 1:2 წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენელს, მილად ვალერკოვიჩს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები