Thumbnail

მე-4 ოქრო იტალიაში - ინანეიშვილმა მძიმე ბრძოლა მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საბა ინანეიშვილმა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო
  • 20 წლის ძიუდოისტს ოქროს მედლისთვის 4 ბრძოლის მოგება დასჭირდა

იტალიურ ოლბიაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საბა ინანეიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა, რომელიც +100 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამოდის, ფინალში უნგრელი რიჩარდ სიპოჩი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა.


20 წლის ინანეიშვილმა ფინალამდე გზად უკრაინელ სერგი კოვბასიუკს, ბელგიელ ივეს ნდაოს და უზბეკ შოხრუხ მამარასულოვს აჯობა.

ამავე წონით კატეგორიაში ირაკლი დემეტრაშვილი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. მან შოხრუხ მამარასულოვს აჯობა. ირაკლი შეხვედრას ვაზარით აგებდა და ბრძოლა იპონით მოიგო.

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველომ 4 ოქროს მედალი მოიპოვა. ტურნირის წინა დღეებში ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ) და გიორგი შერაზადიშვილი (-81 კგ) გახდნენ. 9 ოქტომბერს კი ოქროს მედალს ილია სულამანიძე და საბა ინანეიშვილი დაეუფლნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები