Thumbnail

NBA-ის მე-2 წინასასეზონო მატჩში ასოციაციის ჩემპიონი მილუოკი ბაქსი სტუმრად ბრუკლინ ნეტსთან 115:119 დამარცხდა. ბაქსის რიგებში პირველად ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში 22 წლის ახალბედა სანდრო მამუკელაშვილმა და ის ბრწყინვალე იყო, 30 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა - 20 ქულა და 11 მოხსნა. მატჩის შემდეგ ქართველი ფორვარდი შესანიშნავ ხასიათზე იყო:

ბრუკლინთან მამუეკალშვილმა გუნდს 20 ქულა და 11 მოხსნა მოუტანა

სანდრო მამუკელაშვილი (მილუოკი ბაკსი): "ეს იყო ჩემი ოცნების ასრულება. რაც სეტონ ჰოლში ვთამაშობდი, "ბარკლაის ცენტრში" ხშირად ვესწრებოდი NBA-ს თამაშებს. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ მეც ერთ-ერთი მოთამაშის ადგილზე ვყოფილიყავი ამ დარბაზში. ახლა ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. ვიცოდი, რომ შანსი მომეცემოდა და ის უნდა გამომეყენებინა, უნდა მეჩვენებინა, რა შემიძლია. 

ჩემთვის ეს თამაში არ იყო უბრალოდ წისასეზონო მატჩი, ეს იყო ჩემი კარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თამაში. ვფიქრობ, კოლეჯთა ლიგის მერე ცოტ-ცოტა ყველაფერში მოვუმატე - ფიზიკურად, სისწრაფეში...

ვარჯიშებზე ყოველდღე იანისის წინააღმდეგ მიწევს თამაში, ის ძალიან ნიჭიერი და ძლიერია. უბრალოდ მის წინააღმდეგ დაცვაში თამაშითაც ვგრძნობ, როგორ ვიზრდები, როგორც კალათბურთელი. ეს ყველაფერი უბრალოდ დიდებულია.

ჩემი ყოველდღიური გეგმა ასეთია - 1%-ით უკეთესი ვიყო, ვიდრე წინა დღეს. მინდა, მწვრთნელის ნდობა დავიმსახურო, მინდა, დარწმუნებული იყოს, რომ მოედანზე ახალბედასავით არ მოვიქცევი და სულელურ საქციელს არ ჩავიდენ".

ქართველი ფორვარდი ბაქსის თავკაცმა მაიკ ბუდენჰოლცერმა ძალიან შეაქო. ის ამბობს, რომ ყოველდღე იანის ანტეტოკუნმპოსთან ვარჯიში სანდროსთვის იდეალურია, რომ მან უკვე დაიმსახურა ბერძენი სუპერვარსკვლავის პატივისცემა".  

გამოკითხვა

ვინ გახდება NBA-ს ჩემპიონი?

  • ბრუკლინი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • გოლდენ სტეიტი
  • იუტა
  • კლიპერსი
  • დენვერი
  • სხვა გუნდი

მაიკ ბუდენჰოლცერი (მილუოკის მწვრთნელი): "მომწონს, როგორ ისვრის ის კალათში თავდაჯერებით. ის არასდროს ყოყმანობს. ეს იყო მორიგი კარგი თამაში სანდროსთვის. ის ძალიან კარგ ვარჯიშებს ატარებს კემპზე.

ის ძალიან კარგად მოერგო გუნდს. მას შეუძლია ბურთის ტარება, განაწილება და კიდევ ბევრი რამ. ყოველთვის ვურჩევთ, რომ ესროლოს, როგორც კი თავისუფალი აღმოჩნდებას. ვფიქრობ, რომ ის კარგი მსროლელია. სროლა, დრიბლინგი, პასი - მის არსენალში ბევრი პლუსია.

სხვათა შორის, საკმაო წინააღმდეგობას უწევდა ვარჯიშევბზე და ეს სულაც არ არის იოლი. ყველაზე მაგარი კი ისაა, რომ სანდრო მენტალურად მზადაა ამისთვის, მას სურს, რომ მზად იყოს. ვფიქრობ, მან უკვე დაიმსახურა იანისის პატივისცემა. სანდრო არასდროს გაურბის ბრძოლას, არ ნებდება. აკეთებს მაქსიმუმს, რაც შეუძლია, არა მხოლოდ იანისის წინააღმდეგ თამაშში, არამედ, ნებისმიერის წინააღმდეგ. 

სანდროს ზრდისთვის ყოველდღიურად ანტეტოკუნმპოს წინააღმდეგ თამაში ზედმისწრებაა - ფიზიკურადაც მოუმატებს და მენტალურადაც".  

კომენტარები

ბოლო ამბები