Thumbnail

როლან გაროსი | ვავრინკა პირველივე წრეში დამარცხდა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სტენ ვავრინკა საფრანგეთის ღია პირველობას გამოეთიშა
  • შარშანდელი ფინალისტი შვეიცარიელი გარსია-ლოპესთან დამარცხდა

სტენ ვავრინკა როლან გაროსს პირველივე წრეში გამოეთიშა. 33 წლის შვეიცარიელი, რომელიც შარშან საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში იყო, ესპანელ გილერმო გარსია-ლოპესთან 5 სეტში, 2:6, 6:3, 6:4, 6:7 (5:7), 3:6 დამარცხდა. მატჩი 3 საათი და 30 წუთი გაგრძელდა.

ვავრინკასთვის, რომელმაც როლან გაროსი 2015 წელს მოიგო, ეს სეზონის მე-11 მატჩში მე-7 მარცხია.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ყოფილმა მესამე ჩოგანმა შარშან მარცხენა მუხლის ოპერაცია გადაიტანა. კორტზე დაბრუნების შემდეგ ვავრინკა ფორმაში შესვლას ვერ ახერხებს. დიდი სლემის ტურნირების სამგზის გამარჯვებული ATP-ს რეიტინგში 30-ე ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები