Thumbnail
  • ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე წარმატებით გამოდიან
  • სულამანიძე და ინანეიშვილი ოქროსთვის იბრძოლებენ, დემეტრაშვილი - ბრინჯაოსთვის  

იტალიურ ოლბიაში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედლისთვის 100 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში ილია სულამანიძე იბრძოლებს, მძიმეში კი - საბა ინანეიშვილი. ამავე წონაში ბრინჯაოს მედლის მოპოვებას ირაკლი დემეტრაშვილი შეეცდება. 

9 ოქტომბერს ტატამიზე ოთხი ქართველი ძიუდოისტი გავიდა. 20 წლის სულამანიძემ, რომელიც პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორეში გერმანიის სახელით მოჭიდავე გიორგი უძილაურს აჯობა, რის შემდეგაც ¼-ფინალში ამავე წონაში საქართველოს მეორე წარმომადგენელი, მიხეილ ჯაფარიძე დაამარცხა. ილიამ ნახევარფინალში რუს მატვეი კანიკოვსკის დამატებით დროში, გაფრთხილებებით აჯობა და გადამწყვეტ შეხვედრაში უზბეკ სუხრობ რაჯაბოვს შეხვდება.

📺 | სულამანიძე V კანიკოვსკი

რაც შეეხება ჯაფარიძეს, მიხეილი რეპეშაჟში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა.

საქართველო ორი ძიუდოისტით გამოვიდა მძიმე წონაშიც. 20 წლის ინანეიშვილმა ფინალამდე გზად უკრაინელ სერგი კოვბასიუკს, ბელგიელ ივეს ნდაოს და უზბეკ შოხრუხ მამარასულოვს აჯობა. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველი ძიუდოისტი უნგრელ რიხარდ შიპიოცს დაუპირისპირდება.

📺 | ინანეიშვილი V მამარასულოვი

1/4-ფინალში დამარცხებულმა ირაკლი დემეტრაშვილმა რეპეშაჟში ბრაზილიელ დანიელ ლემეს და სილვას აჯობა და ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ინანეიშვილთან დამარცხებულ მამარასულოვთან იბრძოლებს.  

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ფინალური ბლოკი მოგვიანებით გაიმართება. 

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს უკვე მოპოვებული აქვს ორი ოქროს მედალი. ტურნირის წინა დღეებში ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ) და გიორგი შერაზადიშვილი (-81 კგ) გახდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები