Thumbnail

თანმიმდევრობას საბოლოო ჯამში დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მაინც: როცა France Football-მა ოქროს ბურთის კანდიდატების 30-კაციანი სიის წარდგენა დაიწყო, პირველ ხუთეულში ერლინგ ჰაალანდი, რიად მაჰრეზი, ნ’გოლო კანტე, ევროპის ჩემპიონი ლეონარდო ბონუჩი და მეისონ მაუნტი მოხვდნენ. მეორე ნაწილში, სხვებთან ერთად ვნახეთ ჰარი კეინი და ქარიმ ბენზემა, მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდნენ ლიონელ მესი და ბონუჩის მეწყვილე ჯორჯო კიელინი.

6 ბლოკიდან მეოთხეში იყვნენ ნეიმარი და რუბენ დიაში, რომელიც ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მცველადაა დასახელებული, ასევე სიმონ კიაერიც. ბოლოსწინა კვინტეტში იყო რობერტ ლევანდოვსკი და მასთან ერთად, ევროპის ჩემპიონი და უეფას მიერ ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებული ჟორჟინიო. ასევე რომელუ ლუკაკუ, სესარ ასპილიკუეტა და მოჰამედ სალაჰი.

გამოკითხვა

გაუტანს კვარაცხელია საბერძნეთს?

  • კი
  • არა

სანამ კრიშტიანო რონალდოს ფანები სერიოზულად ნერვიულობას დაიწყებდნენ, პორტუგალიელის გვარი მეხუთე ნაწილში გამოჩნდა და მასთან ერთად, ფილ ფოდენი, ლუის სუარესი და, რა თქმა უნდა, კილიან მბაპეც. მეკარეებიდან კი 30-კაციან სიაში მხოლოდ იტალიელი ჯანლუიჯი დონარუმა მოხვდა.

“ოქროს ბურთის” მფლობელის ვინაობა 29 ნოემბერს, პარიზში გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ შარშან დაჯილდოება კორონავირუსის პანდემიის გამო არ შედგა, ხოლო შარშანწინ კი “ოქროს ბურთს” ლიონელ მესი დაეუფლა (სამეულში ვან დაიკი და რონალდოც იყვნენ).

ოქროს ბურთის 30 კანდიდატი

რიად მაჰრესი (მანჩესტერ სიტი)
ნ’გოლო კანტე (ჩელსი)
ერლინგ ჰაალანდი (დორტმუნდი)
ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი)
მეისონ მაუნტი (ჩელსი)
ჰარი კეინი (ტოტენჰემი)
ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ)
ქარიმ ბენზემა (რეალი)
რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი)
ნიკოლო ბარელა (ინტერი)
ლიონელ მესი (პსჟ)
ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი)
პედრი (ბარსელონა)
ლუკა მოდრიჩი (რეალი)
ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი)
კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)
ნეიმარი (პსჟ)
ლაუტარო მარტინესი (ინტერი)
რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი)
სიმონ კიაერი (მილანი)
რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)
ჟორჟინიო (ჩელსი)
მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი)
რომელუ ლუკაკუ (ჩელსი)
კრიშტიანო რონალდო (მანჩესტერ იუნაიტედი)
ჟერარდ მორენო (ვილიარეალი)
ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი)
კილიან მბაპე (პსჟ)
ლუის სუარესი (ატლეტიკო)

ჟურნალი France Football ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს "ოქროს ბურთით", იგივე Ballon d'Or-ით 1956 წლიდან, ყოველწლიურად აჯილდოებს. გამარჯვებულს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტები ხმის მიცემით ავლენენ. 2010-იდან 2015 წლამდე France Football და ფიფა გამარჯვებულს ერთად - "ფიფას ოქროს ბურთით" აჯილდოებდნენ, თუმცა, 2016 წლიდან მხარეებმა თანამშრომლობა აღარ ისურვეს.

ვინ რამდენჯერ მოიგო - TOP 10

1. ლიონელ მესი (არგენტინა) - 6 (2009, 2010, 2011, 2012, 2015, 2019)
2. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია) - 5 (2008, 2013, 2014, 2016, 2017)
3. მიშელ პლატინი (საფრანგეთი) - 3 (1983, 1984, 1985)
4. იოჰან კრუიფი (ნიდერლანდები) - 3 (1971, 1973, 1974)
5. მარკო ვან ბასტენი (ნიდერლანდები) - 3 (1988, 1989, 1992)
6. ფრანც ბეკენბაუერი (გერმანია) - 2 (1972, 1976)
7. რონალდო (ბრაზილია) - 2 (1997, 2002)
8. ალფრედო დი სტეფანო (ესპანეთი) - 2 (1957, 1959)
9. კევინ კიგანი (ინგლისი) - 2 (1978, 1979)
10. კარლ-ჰაინც რუმენიგე - 2 (1980, 1981)

XXI საუკუნის ყველა გამარჯვებული

2001 მაიკლ ოუენი (ინგლისი)
2002 რონალდო (ბრაზილია)
2003 პაველ ნედვედი (ჩეხეთი)
2004 ანდრეი შევჩენკო (უკრაინა)
2005 რონალდინიო (ბრაზილია)
2006 ფაბიო კანავარო (იტალია)
2007 კაკა (ბრაზილია)
2008 კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
2009 ლიონელ მესი (არგენტინა)
2010 ლიონელ მესი (არგენტინა)
2011 ლიონელ მესი (არგენტინა)
2012 ლიონელ მესი (არგენტინა)
2013 კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
2014 კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
2015 ლიონელ მესი (არგენტინა)
2016 კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
2017 კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
2018 ლუკა მოდრიჩი (ხორვატია)
2019 ლიონელ მესი (არგენტინა)
2020 პანდემიის გამო არ ჩატარდა

კომენტარები

ბოლო ამბები