Thumbnail

'ფინალში გუნდური თამაშით გავედით' - ლუის ენრიკე იტალიასთან მოგებაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იტალია 1:2 ესპანეთი
  • ესპანეთის ნაკრების თავკაცმა იტალიასთან მატჩი შეაფასა
  • ლუის ენრიკეს უეფას ერთა ლიგაში გამარჯვება სურს

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მილანში იტალიასთან მოგებული უეფას ერთა ლიგის ნახეარფინალური შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. "ფურია როხამ" ფერან ტორესის დუბლით, ანგარიით 2:1 მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც ბელგია-საფრანგეთის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. 

"ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. ორივე მეტოქემ წარმოაჩინა საუკეთესო, რაც აქვს. ჩვენ კვლავაც ბევრ მომენტს ვქმნიდით, კარგ პრესინგს ვახორციელებდით და ძალიან კმაყოფილი ვარ. ერთი-ორი ვარჯიშით ძნელია რაღაც გააკეთო, მაგრამ ფეხბურთელები საქმეს შესანიშნავად მოეკიდნენ. 

ნებისმიერ მეტოქესთან ჩვენი ფეხბურთის ჩვენება გვსურს - ვიმოქმედოთ თამამად, თავი პრესინგით დავიცვათ, სწორად მივუდგეთ საკუთარ საქმეს. მაქვს 40-50 ფეხბურთელის სია, რომლებიც იმსახურებენ ჩვენს გუნდში თამაშს. 

როგორც გუნდმა, დასახულ მიზანს მივაღწიეთ. ტორესმა და ოიარსაბალმა დიდებულად ითამაშეს. კმაყოფილები ვართ, რომ ფინალში გუნდური თამაშით გავედით. საფრანგეთიც და ბელგიაც ძალიან ძლიერები არიან. შევეცდებით მეტოქეს პრობლემები შევუქმნათ და ტიტული დავისაკუთროთ", - თქვა ლუის ენრიკემ.

2020/21 წლების ერთა ლიგის ფინალის მეორე საგზურისთვის საფრანგეთი და ბელგია იბრძოლებენ, რომელთა დაპირისპირება ტურინში, "ალიანც იუვენტუსზე" 7 ოქტომბერს გაიმართება. ფინალური შეხვედრა 10 ოქტომბერს "სან სიროზე" ჩატარდება, მანამდე კი მესამეადგილოსნის ვინაობა გაირკვევა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები