Thumbnail

ძალიან მთვრალი ჩანს! არტურო ვიდალის ვიდეო უკვე ყველამ ნახა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • იტალიაში არტურო ვიდალის ვიდეო გავრცელდა
  • ინტერის ბოსები ჩილელს ამაზე უკვე ესაუბრნენ

არტურო ვიდალის ეს ვიდეო ალბათ უკვე მთელმა იტალიამ ნახა, რადგან ვირუსულად გავრცელდა.

ვიდეოში ჩანს, როგორ კოტრიალობს მილანის ინტერის 34 წლის საყრდენი ნახევარმცველი თავის ფერარიზე - სავარაუდოდ ძალიან მთვრალი. ვიდეო წვეულების სხვა წევრების მიერ, სმარტფონითაა გადაღებული.

ეს ამბავი 18 აგვისტოს მოხდა - ინტერთან ერთად სეზონის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ადრე. ამის შესახებ გაზეთი “კორიერე დელა სერა” წერს. ჩილელი ფეხბურთელი ბარიდან, როგორც ჩანს, ძალიან მთვრალი გამოვიდა, ჯერ იქვე დაპარკინგებულ მოტოციკლეტზე დაჯდა, მერე კი თავის წითელ ფერარისთან, ფანთან ერთად ფოტოს გადასაღებად გადაინაცვლა, მაგრამ წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და მანქანაზე გადაყირავდა. ვიდეოში ჩანს, რომ ერთი კაცი ცდილობს, დაეხმაროს და ავტომობილში ჩასვას, მაგრამ ვიდალი ჯიუტობს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა არტურო ვიდალი მსგავს ამბავში ეხვევა. 2015 წელს ის თავის მაშინდელ ფერარის ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და ავარია შეემთხვევა. ასევე იყო შემთხვევები, როცა ვიდალი სანაკრებო შეკრებიდან იპარებოდა და ღამეს კაზინოებში ათენებდა. 

სხვათა შორის, ამ ვიდეომდე ერთი დღით ადრე ვიდალმა თავის ფერარისთან ერთად გადაღებული ფოტო დაპოსტა და დააწერა: “სანამ ვიცი, ვინ ვარ, არ მაღელვებს, რას ამბობენ სხვები.”

ისიც აღსანიშნავია, რომ სამი დღის შემდეგ ინტერმა ვიდალთან ერთად ჯენოას 4:0 მოუგო. ამ მატჩში ჩილელმა გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა. “გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, ინტერის ხელმძღვანელები ვიდალს ამ ვიდეოს შესახებ უკვე ესაუბრნენ. ფეხბურთელი ახლა ჩილეს ნაკრების შეკრებაზეა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები