Thumbnail
  • იტალიაში რასისტული შემთხვევები საკმაოდ გახშირდა
  • ჯორჯო კიელინი შექმნილი ვითარების გამო აღშფოთებულია
  • ნაკრების კაპიტანმა ემოციური განცხადება გააკეთა

იტალიის სერია A-ში რასიზმს ვერაფერს უხერხებენ. ნაპოლისა და ფიორენტინას მატჩში ფლორენციელმა ფანებმა ნეაპოლელთა 3 მოთამაშეს შეურაცხყოფა არაერთხელ მიაყენეს.

მომხდარის შესახებ იტალიის ნაკრებისა და ტურინის იუვენტუსის კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ ემოციურად ისაუბრა და ფეხბურთელებს, რომლებიც ხსენებულ თამაშში რასიზმის მსხვერპლი გახდნენ (კალიდუ კულიბალი, ვიკტორ ოსიმენი და ანდრე-ფრანკ ანგისა), სოლიდარობა გამოუცხადა.

უფრო მეტიც: ესპანეთთან ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის წინ, რომელშიც იტალია დღეს ესპანეთს ეთამაშება (22:45 თბილისის დროით), კიელინიმ განაცხადა, რომ რცხვენია: “ამის გამო მრცხვენია, რომ იტალიელი ვარ. შემრცხვა იმისიც, რომ წარმოშობით მეც ტოსკანიდან ვარ.”

კიელინიმ, რომელიც ფლორენციის რეგიონშია გაზრდილი, დაამატა: “ძალიან სამწუხაროდ მიმაჩნია ის ფაქტი, რომ ევროპაში ადამიანები იტალიას რასისტულ ქვეყნად მიიჩნევენ.”

37 წლის ლეგენდარულმა მცველმა ყველა თანამემამულეს მიმართა: “ჩვენ ყველამ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. ასეთი ფაქტები იტალიას საშინელ ჩრდილს აყენებს. ვფიქრობ, უფრო მკაცრი კანონები უნდა არსებობდეს და დამნაშავეები მკაცრად უნდა დაისაჯონ.”

კომენტარები

ბოლო ამბები