Thumbnail
  • უეფამ ევრო 2024-ის ლოგო წარადგინა
  • 2024 წელს ევროპის ჩემპიონატს გერმანიის 10 ქალაქი უმასპინძლებს

უეფამ ევრო 2024-ის ლოგო წარადგინა. ლოგო ექვს ფერშია აწყობილი, რომელიც ევროპის 55 ქვეყნის ყველა დროშისთვის საერთოა. გარდა ამისა, მასში ასახულია ბერლინის ოლიმპიური სტადიონის მონახაზი, სადაც ფინალური მატჩი გაიმართება.

"ბრენდი ხელს უწყობს ევროს იდეას, რომელიც ღიაა ყველასთვის და მრავალფეროვანია. ფეხბურთი ის სფეროა, სადაც ყველამ უნდა იგრძნოს თავი, როგორც საკუთარ სახლში", - ნათქვამია უეფას განცხადებაში.

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს გერმანიის 10 ქალაქი უმასპინძლებს: ბერლინი, კიოლნი, დორტმუნდი, დიუსელდორფი, ფრანკფურტი, გელზენკირხენი, ჰამბურგი, ლაიპციგი, მიუნხენი და შტუტგარტი.

გერმანიამ ევროპის ჩემპიონატს 1988 წელს უმასპინძლა და მაშინ ჩემპიონი ნიდერლანდების ნაკრები გახდა. გარდა ამისა, 1974 და 2006 წლებში მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები