Thumbnail

მადრიდის რეალს რომ დიდი ხანია კილიან მბაპეს შეძენა სურს, ახალი არაა. თავად ფრანგსაც აქვს სურვილი, კარიერა მადრიდულ კლუბში გააგრძელოს და პარი სენ-ჟერმენთან ხელშეკრულებას არ აგრძელებს.

მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება. ეს იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია იანვარში სხვა კლუბებთან მოლაპარაკებები გამართოს და წინასწარი კონტრაქტიც გააფორმოს, ხოლო სეზონის დასრულების შემდეგ, პარიზული კლუბი სრულიად უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

ბოლო ორი დღეა პრესაში 22 წლის ფეხბურთელის კომენტარები ვრცელდება, სადაც ამბობს, რომ მას პსჟ-ის დატოვება გასულ ზაფხულს სურდა, ხოლო ახალი კონტრაქტის გაფორმებისგან ძალიან შორს არის. 

როგორც ჩანს, მბაპეს პარიზული კლუბიდან წასვლა დროის საკითხია. მისი დამატების მთავარი კანდიდატი კი მადრიდის რეალია. ესპანური კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"იანვარში მბაპეზე სიახლე გვექნება. ვიმედოვნებთ, რომ პირველ იანვარს ყველაფერი მოგვარდება", - განაცხადა პერესმა.

ფლორენტინო პერესის ამ კომენტარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რის შემდეგაც მადრიდული კლუბის პრეზიდენტმა თავისი სიტყვები განმარტა:

"ჩემი სიტყვები არასწორად იქნა გაგებული. მე ვთქვი, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ მომავალ წელს. პსჟ-ს ყოველთვის პატივს ვცემდით და მათთან კარგი ურთიერთობა გვაქვს", - დაამატა პერესმა. 

კომენტარები

ბოლო ამბები