Thumbnail

'ზაფხულში გაშვება ვითხოვე' - კილიან მბაპე პსჟ-ის მიმართ დამოკიდებულებაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ფრანგი თავდამსხმელი არ მალავს, რომ ზაფხულში კლუბის შეცვლა სურდა
  • 22 წლის ფეხბურთელის ტრანსფერით მადრიდის რეალი ინტერესდებოდა

პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელმა კილიან მბაპემ აღიარა, რომ გასულ ზაფხულს ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობას გაშვება სთხოვა. 

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი ზაფხულში კლუბის შეცვლასთან ახლოს იყო. მისი ტრანსფერით მადრიდის რეალი იყო დაინტერესებული, თუმცა პსჟ-მა ესპანელთა ორ შეთავაზებაზე უარი თქვა. 

"კლუბს გაშვება ზაფხულში ვთხოვე. როდესაც გადავწყვიტე, არ გამეხანგრძლივებინა კონტრაქტი, მინდოდა კლუბს ტრანსფერში თანხა მიეღო და ჰქონოდა შესაფერისი შემცვლელის ყიდვის შესაძლებლობა. პსჟ-მა ბევრი მომცა. აქ ყოველთვის ბედნიერი ვიყავი და ეს აქამდე ასეა. წასვლის სურვილის შესახებ მაქსიმალურად ადრევე განვაცხადე, რათა კლუბს რეაგირებისთვის დრო ჰქონოდა. მინდოდა, რომ გარიგებით ყველა კმაყოფილი დარჩენილიყო. ამასთან, ვთქვი, რომ თუკი კლუბი ჩემი გაშვებით არ იყო დაინტერესებული, მზად ვიყავი დავრჩენილიყავი.

ამბობდნენ, რომ უარი ვთქვი კონტრაქტის გახანგრძლივების ექვს თუ შვიდ შეთავაზებაზე, რომ აღარ ველაპარაკებოდი ლეონარდოს (პსჟ-ის სპორტული დირექტორი), მაგრამ ეს აბსოლუტური სიცრუეა", - აქვეყნებს 22 წლის ფეხბურთელის სიტყვებს ფრანგული მედია. 
 
კილიან მბაპეს პარიზულ კლუბთან, რომლის ღირსებას 2017 წლიდან იცავს, მოქმედი ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისს ეწურება. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა საფრანგეთის ლიგა 1-ის 9 მატჩში ითამასა, გაიტანა 4 გოლი და მიითვალა 3 შედეგიანი გადაცემა. 

პარიზელთა ვარსკვლავიური ტრიო შესაძლოა მომავალ ზაფხულს დაიშალოს

პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონატის 9 მატში 24 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილის სათავეშია. მაურიუსიო პოჩეტინოს გუნდი მომტევნო მატჩს 15 ოქტომბერს, ანჟესთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები