Thumbnail

გიორგი პაპუნაშვილის სარაგოსამ ლა ლიგის პლეი ოფში თამაში გაინაღდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სარაგოსა 3:2 ვალიადოლიდი
  • გიორგი პაპუნაშვილმა 69 წუთი ითამაშა
  • ბორხა იგლესიასის ჰეთ თრიკი ვალიადოლიდის წინააღმდეგ

ლა ლიგა 2-ის 41-ე ტურში სარაგოსამ ვალიადოლიდს უმასპინძლა და მეტოქე 3:2 დაამარცხა. გიორგი პაპუნაშვილმა შეხვედრაში 69 წუთი ითამაშა. მატჩის გმირი კი ბორხა იგლესიასი გახდა, რომელმაც ვალიადოლიდს სამი გოლი გაუტანა. ბორხამ მე-16 წუთზე ხორხე პომბოს პასით გახსნა ანგარიში, ხოლო ორი გოლი თერთმეტმეტრიანით გაიტანა. დამასო არსედიანომ 62-ე წუთზე ინიგო ეგუარასი გააძევა მინდვრიდან, თუმცა ვალიადოლიდმა მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო.

სარაგოსამ ამ მოგებით 68 ქულა დააგროვა და ლა ლიგის პლეი ოფში ადგილი გაინაღდა. 42-ე ტურში საინტერესო შეხვედრები გაიმართება. პლეი ოფში თამაშის შანსს ხუთი გუნდი ინარჩუნებს. პაპუნაშვილის გუნდის ერთი მეტოქე პლეი ოფში უკვე ცნობილია. სარაგოსასთან ერთად პლეი ოფში ხიხონის სპორტინგი ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები