Thumbnail

NBA | ფილადელფია V ბენ სიმონსი - სკანდალმა პიკს მიაღწია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბენ სიმონსს ფილადელფიადან წასვლა სურს და ვარჯიშებს აცდენს
  • სიქსერსში მისი დასჯა გადაწყვიტეს და ხელფასიდან 8,25 მილიონი დოლარი დაუკავეს

NBA-ს ახალი სეზონის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ტიტულის მოგების ერთ-ერთ კანდიდატ ფილადელფიაში კი სერიოზული პრობლემებია. სიქსერსის ერთ-ერთი ლიდერი ბენ სიმონსი კლუბს უკვე ღიად უპირისპირდება - მას ფილას დატოვება სურს და ამას უკვე დიდი ხანია, აღარ მალავს. გუნდმა მზადება დაიწყო, სიმონსი კი ვარჯიშებს აცდენს.

მოთამაშისა და ორგანიზაციის დაპირისპირებამ ახლა პიკს მიაღწია: ESPN-ის ინფორმაციით, ფილადელფიამ სიმონსს ხელფასიდან 8,25 მილიონი დაუკავა - იმ შემთხვევისთვის, თუ ეს უკანასკნელი ვარჯიშების გაცდენას გააგრძელებს. სიქსერსის ხელმძღვანელებმა ავსტრალიელი კალათბურთელი მანამდეც დააჯარიმეს, ახლა კი ხელფასიდან თანხა წინასწარ დაუკავეს. თუკი 25 წლის ვარსკვლავი ორშაბათს, ტორონტო რეპტორსთან წინასასეზონი ტესტ-მატჩზე არ გამოცხადდება, 227 000 დოლარით დაჯარიმდება. ისევე, როგორც ყოველი მომდევნო მატჩის გაცდენის შემთხვევაში.

კლუბის ამ გადაწყვეტილებამდე სიმონსის საკითხს ფილას მთავარი ლიდერი ჯოელ ემბიიდი გამოეხმაურა. NBA-ს ერთ-ერთმა სუპერვარსკვლავმა თანაგუნდელი მკაცრად გააკრიტიკა: “შექმნილი სიტუაცია ძალიან შეურაცხმყოფელია. ეს არის უპატივცემულობა ყველას მიმართ.” - განაცხადა კამერუნელმა.

გამოკითხვა

ვინ გახდება NBA-ს ჩემპიონი?

  • ბრუკლინი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • გოლდენ სტეიტი
  • იუტა
  • კლიპერსი
  • დენვერი
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები