Thumbnail
  • რალი სპრინტში საქართველოს თასის მეოთხე ეტაპი გაიმართა 
  • დათუნა არჯევანიძე და სანდრო თავართქილაძე ჩემპიონობისთვის იბრძვიან
  • ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

საქართველოს თასი რალი სპრინტში დასასრულს უახლოვდება. ამ დროისთვის 4 ეტაპია ჩატარებული და ტიტულისთვის ბრძოლა უკიდურესად დაძაბულია. რალი სპრინტის ჩემპიონატი სულ 5 ეტაპისგან შედგება - ბოლო, გადამწყვეტი შეჯიბრი ოქტომბრის ბოლოს, ან ნოემბრის დასაწყისში გაიმართება. კალენდარში ბევრი რამ პანდემიან შეცვალა და ზუსტი თარიღი ამის გამო ჯერ კიდევ უცნობია.

დათუნა არჯევანიძე AM 2000 კლასში ბოლო ეტაპის წინ მეორე ადგილზეა

Pro OverAll კლასში მეოთხე ეტაპი დათა ქაჯაიამ მოიგო, მეორე ადგილი გიორგი ბეჟიტაშვილმა დაიკავა, მესამე კი - სანდრო თავართქილაძემ. 3 ეტაპის შემდეგ, თავართქილაძე საერთო ჩათვლაში ქაჯაიასთან 3 ქულას აგებდა და გამარჯვების შემთხვევაში, გალიდერდებოდა, თუმცა არ გაუმართლა. პირველივე გარბენზე ტექნიკური ხარვეზის გამო მან 15 წამი დაკარგა, რაც ძალიან დიდი დროა. მიუხედავად ამისა, მომდევნო სამი გარბენით თავართქილაძე ლიდერებში დაბრუნდა და საბოლოოდ პოდიუმზე მაინც ავიდა.

“ასეთი პრობლემის შემდეგ 15 წამის ამოქაჩვა ძალიან ძნელია, მით უმეტეს ისეთ მრბოლელთან, როგორიც დათა ქაჯაიაა. საბოლოოდ, მასთან ზუსტად ის 15 წამი წავაგე, რომელიც პირველ გარბენზე დავკარგე. რომ არა ტექნიკური ხარვეზი, ძალიან დაძაბული რბოლა გვექნებოდა. თუმცა ამ სახეობაში ერთი ეტაპი დარჩა და ჩემპიონობის შანსი კიდევ არის, ბოლომდე ბრძოლას და სეზონის გამარჯვებით დასრულებას ვაპირებ,” - გვითხრა სანდრო თავართქილაძემ, რომელიც “სუბარუ იმპრეზათი” ასპარეზობს. ბოლო ეტაპის წინ რალი სპრინტის Pro OverAll კლასში დათა ქაჯაია 97 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე სანდრო თავართქილაძეა 89 ქულით.

დღეს არ გამიმართლა, ტექნიკური ხარვეზის გამო პირველი გარბენზე 15 წამი დავკარგე, რაც ძალიან დიდი დროა მაგრამ მესამე ადგილამდე ამოქაჩვა მაინც მოვახერხე დანარჩენი სამი გარბენის ხარჯზე და პირველ ადგილთან ზუსტად ის 15 წამი წავაგე პირველი გარბენის გამო 🙂 ესეც მეოთხე გარბენის: დრო-3:18:000 სიარული იწყება 2:00-დან :)

Posted by Sandro Tavartkiladze / სანდრო თავართქილაძე on Sunday, September 26, 2021


DS Racing-ში თავართქილაძის თანაგუნდელმა დათუნა არჯევანიძემ AM2000 კლასში მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ მიხეილ თათარაშვილს ჩამორჩა. 4 ეტაპის შემდეგ კლასს თათარაშვილი 93 ქულით ლიდერობს, არჯევანიძე კი 84 ქულით მეორე ადგილზეა. 9-ქულიანი ჩამორჩენა გადამწყვეტი ეტაპის წინ იმას ნიშნავს, რომ საჩემპიონო ინტრიგა შენარჩუნებულია, რადგან ეტაპის გამარჯვებული 25 ქულას იღებს.

“მიუხედავად ბევრი პრობლემისა, რაც შეჯიბრის დროს შეგვექმნა, სანდრომაც და მეც ძალიან კარგად ვიბრძოლეთ და საბოლოო ჯამში კმაყოფილები ვართ, რადგან შევძელით პოდიუმზე ასვლა, ქულების აღება და საჩემპიონო ბრძოლაში დარჩენა, - ეს არჯევანიძის სიტყვებია.

სეზონის დაწყებამდე, დათუნა არჯევანიძის და სანდრო თავართქილაძის პარტნიორი ევროპაბეთის პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმა responsible.ge გახდა. თანამშრომლობის მთავარი მიზანი საქართველოში ახალი ტალანტების წარმოჩენა და მხარდაჭერაა.

რალი-სპრინტი მე-4 ეტაპი 🥈🥈. SS3 . დრო - 03.49.367 europebet 🍾🍾🍾 Valvoline Georgia🎉🎉🎉 Gulf Georgia🥳🥳🥳

Posted by Datuna Arjevanidze on Monday, September 27, 2021

Rally Sprint-ის მე-4 ეტაპის შედეგები

AM 2000
🥇მიხეილ თათარაშვილი
🥈დავით არჯევანიძე
🥉მამუკა ქსოვრელი

AM 3000
🥇ირაკლი ჯანჯღავა
🥈ვატო წაწალაშვილი
🥉თენგო გოგილაშვილი

AM OverAll
🥇ირაკლი ჯანჯღავა
🥈ვატო წაწალაშვილი
🥉თენგო გოგილაშვილი

SemiPro
🥇გიორგი მგალობლიშვილი
🥈ვაჟა კობახიძე
🥉ბადრი ქორიძე

Pro 2000
🥇ვლადიმერ გიორგაძე
🥈იოსებ აბრამოვი
🥉შალვა ოგბაიძე

Pro OverAll
🥇დათა ქაჯაია
🥈გიორგი ბეჟიტაშვილი
🥉სანდრო თავართქილაძე

კომენტარები

ბოლო ამბები