Thumbnail
  • ბარსელონა მწვრთნელის გაშვებას ატლეტიკოსთან შეხვედრის შემდეგ აპირებს
  • 58 წლის ნიდერლანდელმა სპეციალისტმა კლუბში თავის მომავალზე ისაუბრა

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ლა ლიგის მე-8 ტურის მატჩის წინ, რომელშიც მისი გუნდი სტუმრად მადრიდში ატლეტიკოს დაუპირსიპირდება, კატალონიურ კლუბში თავის მდგომარეობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

ნიდერლანდელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ბარსელონამ 2021/22 წლების სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო. გუნდი ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის E ჯუფში კი პირველი ორი მატჩის წაგების შემდეგ, უქულოდაა და ბოლო ადგილს იკავებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე გადაწყვიტა კუმანის გაშვება და ამის შესახებ ოფიციალურად 2 ოქტომბერს, ატლეტიკოსთან თამაშის შემდეგ გამოაცხადებს.

"შეკითხვაზე, გახდება თუ არა ატლეტიკოსთან შეხვედრა ჩემთვის ბოლო ამ თანამდებობაზე, პასუხს ხვალ გაიგებთ. მთავარი გუნდია და არა მე. აქ კლუბის სიყვარულის გამო ვარ, მაგრამ აღმოვჩნდი ძალიან რთულ მდგომარეობაში, რომელიც ამჟამად კიდევ უფრო რთულია, ვიდრე ჩემი დანიშვნის დღეს იყო. ყველას თავისი აზრი აქვს, თუმცა მე მხოლოდ მოთამაშეები და მატჩისთვის მზადება მაინტერესებს", - აქვეყნებს კუმანის სიტყვებს ესპანური მედია. 

კუმანმა ბარსელონა 2020 წლის ზაფხულში ჩაიბარა

ნიდერლანდელი სპეციალისტის თქმით, ბოლო დღეებში მას ბარსელონას ხელმძშღვანელობასთან, მათ შორის პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთან გადადგომის თემაზე არ უსაუბრია.

კომენტარები

ბოლო ამბები