Thumbnail

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა მოჭადრაკეებმა მეოთხედფინალში აზერბაიჯანი დაამარცხეს
  • ფინალის საგზურისთვის საქართველო ინდოეთს დაუპირისპირდება

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ესპანურ სიტჯესში მიმდინარე მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე მორიგ წარმატებას მიაღწია და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ქართველი მოჭადრაკეები მეოთხედფინალში აზერბაიჯანს გაეჯიბრნენ და დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმეს. ტურნირის ფორმატის თანახმად, ნაკრებების ერთმანეთს 2-ჯერ დაუპირისპირდნენ და საქართველომ პირველ შემთხვევაში 3.5:0.5 მოიგო, მეორე შეხვედრა კი ფრედ (2:2) დასრულდა.

საქართველო 3.5:0.5 აზერბაიჯანი

ნანა ძაგნიძე (2455) 1:0 გუნაი მამადზადა (2280)
გულნარ მამადოვა (2406) 0.5:0.5 ნინო ბაციაშვილი (2371)
მერი არაბიძე (2434) 1:0 ულვია ფატალიევა (2310) 1:0
ტურკან მამედიაროვა (2243) 0:1 ლელა ჯავახიშვილი (2364)

აზერბაიჯანი 2:2 საქართველო

მამადზადა 0.5:0.5 ძაგნიძე
ბაციაშვილი 0.5:0.5 მამადოვა
ფატალიევა 1:0 არაბიძე
ჯავახიშვილი 1:0 მამედიაროვა

როგორც აღვნიშნეთ, ქართველი მოჭადრაკეები მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც მათი მეტოქე ინდოეთის ნაკრები იქნება. მათ გზიდან ყაზახეთი ჩამოიცილეს. ფინალის მე-2 საგზურისთვის რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის გუნდი და უკრაინა იბრძოლებენ. მათ, შესაბამისად, და სომხეთს აჯობეს. ნახევარფინალები 1 ოქტომბერს შედგება და ისევ 2 რაუნდიანი იქნება.

ჭადრაკის ფედერაცია და კომპანია ევროპაბეთი პარტნიორები 2020 წლის იანვარში გახდნენ. ევროპაბეთი ზრუნავს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.

ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

კომენტარები

ბოლო ამბები