Thumbnail

ევროპის 22 ჩემპიონით - იტალიის ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგაზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

6-10 ოქტომბერს მილანსა და ტურინში უეფას ერთა ლიგის ფინალური ეტაპი გაიმართება, რომელშიც მასპინძელი იტალიის ნაკრებიც ითამაშებს. "სკუადრა აძურა" ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრებს შეხვდება და რობერტო მანჩინიმ უახლოესი მატჩებისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ევრო 2020-ის ტრიუმფატორები ერთა ლიგის მოსაგებადაც პრაქტიკულად იმ შემადგენლობით იბრძოლებენ, რომლითაც ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონები გახდნენ. გამოძახებულთა შორის ერთადერთი გამონაკლისი ლორენცო პელეგრინია, რომელიც ევროპის ჩემპიონის ტიტულს არ ფლობს.

იტალიის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), ალექს მერეტი (ნაპოლი), სალვატორე სირიგუ (ჯენოა).

მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (ლაციო), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ემერსონი (ლიონი, საფრანგეთი), რაფაელ ტოლოი (ატალანტა).

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ბრაიან კრისტანტე (რომა), ჟორჟინიო (ჩელსი), მანუელ ლოკატელი (იუვენტუსი), ლორენცო პელეგრინი (რომა), მატეო პესინა (ატალანტა), მარკო ვერატი (პსჟ).

თავდამსხმელები: დომენკო ბერარდი (სასუოლო), ფედერიკო ბერნარდესკი (იუვენტუსი), ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი), ჩირო იმობილე (ლაციო), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), ჯაკომო რასპადორი (სასუოლო).

იტალიის ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში 6 ოქტომბერს, მილანში, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, იმავე სტადიონზე, 10 ოქტომბერს, ფინალს ბელგიის ან საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო წაგების შემთხვევაში 9 ოქტომბერს, ტურინში მეორე ნახევარფინალურ წყვილში დამარცხებულს გაეჯიბრება.

იტალია ესპანეთს ბოლოს ევრო 2020-ის ნახევარფინალში დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლო ამბები