Thumbnail

1. ბაშო | ტოჩი ვიცე-ჩემპიონია და ოძეკიც გახდება

დრამატული ბაშო დასრულდა! აღმოსავლეთის სეკივაკე ტოჩინოშინმა ბოლო სამი ბრძოლა დაზიანებული ხელით ჩაატარა, ზედიზედ ორი მარცხი მან მეტწილად ამ მიზეზით იწვნია. ამის მიუხედავად, ტურნირი ტოკიოში მისთვის წარმატებული გამოდგა. ასპარეზობის ბოლო დღეს ლევან გორგაძემ მეტოქე იკიოი იორიკირით დაამარცხა, ნაცუ ბაშო ვიცე-ჩემპიონის (ბალანსი: 13-2) ტიტულით დაასრულა და ოძეკის წოდებაც გაინაღდა, ასევე მიიღო სპეციალური პრიზები ტექნიკური ასპარეზობისა და მებრძოლი სულის გამოვლენისათვის. პირველობის გამაჯვებული კაკურიუ გახდა, რომელმაც საჩემპიონო ბრძოლა ჰაკუკოს ასევე იორიკირით მოუგო. ვრცლად

2. ჩემპიონთა ლიგა | რეალს ლიდერები ტოვებენ?

რეალ მადრიდმა ჩემპიონთა ლიგა ბოლო 5 წლის განმავლობაში მეოთხედ მოიგო, ზინედინ ზიდანი მთავარი ევროტურნირის გამარჯვებული მიყოლებით მესამედ გახდა! "სამეფო კლუბში" ყველაფერი იდეალურად მხოლოდ დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალის დასრულებამდე იყო. მედიასთან საუბრისას თავისი მადრიდული კარიერიერის გაგრძელების შესახებ საკმაოდ ორაზროვანი განცხადება ჯერ კრიშტიანო რონალდომ გააკეთა... ვრცლად

მოგვიანებით კლუბის დატოვების შანსებზე ისაუბრა გარეთ ბეილმა. ფინალური მატჩის გმირი თვლის, რომ გაცილებით მეტ სათამაშო დროს იმსახურებს. “ასე გაგრძელება არ შეიძლება! ზაფხულში ჩემს აგენტთან ერთად დავჯდები და მომავალზე დავილაპარაკებთ” - განაცხადა უელსელმა. ვრცლად 

3. NBA | დასავლეთშიც მეშვიდე მატჩის მოლოდინში!

NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალის ბედს მე-7 მატჩი გადაწყვეტს. გოლდენ სტეიტმა ჰიუსტონის “მატჩბოლი” წარმატებით მოიგერია. "ორაკლ არენაზე" დაფიქსირებული 115:86-ის შემდეგ, სერიაში თანაფარდობა კიდევ ერთხელ აღდგა, 3:3. ტრავმირებული კრის პოლის გარეშე მოთამაშე როკეტსმა მოქმედი ჩემპიონების წინააღმდეგ ბევრი ვერაფერი გააწყო. ჰარდენის 32-მა ქულამ საერთო სურათზე მინიმალური გავლენა მოახდინა, უორიორსი მეტოქეს სჯობდა და თავისი უპირატესობა 29 წულიან ჰანდიკაპშიც ასახა. ტომპსონმა და კარიმ ჯამში 64 ქულა (35+29) ჩააგდეს. გადამწყვეტი მატჩი სამშაბათს გამთენიისას, ჰიუსტონში გაიმართება. ვრცლად

4. TOP 14 | ფინალს 3 ქართველი მორაგბე ითამაშებს!

საფრანგეთის პროფესიული სარაგბო ლიგის გადამწყვეტ დაპირისპირებაში ერთბაშად სამი ქართველი მორაგბე ითამაშებს. მონპელიემ რეგულარული ჩემპიონატი მოიგო, ნახევარფინალურ სტადიაზე კვალიფიკაციიდან მისულ ლიონს კი საკმაოდ იოლად, 40:14 სძლია. მიხეილ ნარიაშვილმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, დავით ქუბრიაშვილი მინდორზე 65-ე წუთზე გამოჩნდა. ნარიაშვილმა ბრწყინვალედ ითამაშა, იგი 74-ე წუთზე შეცვალეს. ტრავმის გამო, კოტე მიქაუტაძემ მატჩი გამოტოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში მონპელიეს მეტოქეობას ყველასთვის მოულოდნელად კასტრი გაუწევს, რომელმაც თავისი ნახევარფინალი ვასილ კაკოვინის რასინგს მოუგო, 19:14. ვრცლად 

5. ძიუდო | ქუჩის აქციები და ახალი მწვრთნელი

ქართულ ძიუდოს სამყაროში მოვლენები უკვე აბსურდული სცენარით ვითარდება. ნაკრების ლიდერები, მათი მხარდამჭერები და  სპორტის სამყაროს დიდი ნაწილი მოქმედი პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ. სპორტსმენები უკვე დიდი ხანია არ ვარჯიშობენ, კვირას კი პროტესტის ალბათ უკიდურეს ფორმას მიმართეს და ქუჩაში გავიდნენ... ვრცლად

პარალელურად მოქმედმა პრეზიდენტმა ნაკრების მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი წარადგინა და ეს სოციალური ქსელით გააკეთა! ლუის ვიდენბოხი 1997/01 წლებში ჰოლანდიელებს წვრთნიდა, თავის ხედვებზე ვრცლად იგი ხვალ ისაუბრებს. ვრცლად

 

კომენტარები

ბოლო ამბები