Thumbnail

17 წლის დებიუტანტი და რეალის გარეშე - ესპანეთის შემადგენლობა ერთა ლიგისთვის

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ესპანეთი ერთა ლიგის ფინალურ ტურნირზე 23 ფეხბურთელით ითამაშებს
  • ლუის ენრიკეს გუნდი 1/2-ფინალში იტალიის ნაკრებს შეხვდება

ესპანეთის ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის ფინალური ტურნირისთვის მზადებას იწყებს, რომელიც იტალიაში გაიმართება. ლუის ენრიკემ მოახლოებული მატჩებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

"ფურია როხას" რიგებში პირველად მიიწვიეს ბარსელონას იმედისმომცემი ფეხბურთელი, 17 წლის გავი. ლუის ენრიკეს რჩეულთა შორის ისევ არ არიან მადრიდის რეალის ფეხბურთელები. შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ზეც ესპანეთის ნაკრებში რეალს წარმომადგენელი არ ჰყავდა.

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: უნაი სიმონი (ბილბაო), რობერტ სანჩესი (ბრაიტონი), დავიდ დე ხეა (მანჩესტერი).

მცველები: სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი), პედრო პორო (სპორტინგი), ერიკ გარსია (ბარსელონა), ემერიკ ლაპორტი (მანჩესტერ სიტი), ინიგო მარტინესი (ბილბაო), პაუ ტორესი (ვილიარეალი), სერხიო რეგილონი (ტოტენჰემი), მარკოს ალონსო (ჩელსი).

ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), როდრი (მანჩესტერ სიტი), პედრი (ბარსელონა), მიკელ მერინო (სოსიედადი), კოკე (ატლეტიკო), გავი (ბარსელონა), მარკოს ლორენტე (ატლეტიკო), პაბლო ფორნალსი (ვესტ ჰემი).

თავდამსხმელები: ფერან ტორესი (მანჩესტერ სიტი), პაბლო სარაბია (სპორტინგი), მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი), იერემი პინო (ვილიარეალი).

ესპანეთის ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში 6 ოქტომბერს, იტალიის ნაკრებს მილანში დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში იმავე სტადიონზე 10 ოქტომბერს, ფინალს ბელგიის ან საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო წაგების შემთხვევაში 9 ოქტომბერს, ტურინში მეორე ნახევარფინალურ წყვილში დამარცხებულს გაეჯიბრება. ესპანეთი იტალიას ბოლოს ევრო 2020-ის ნახევარფინალში დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დამარცხდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები