Thumbnail

ბარსელონას მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რონალდ კუმანი შესაძლოა უახლოეს ხანში გაათავისუფლონ. როგორც ესპანური მედია წერს, ლისაბონის ბენფიკასთან მარცხის შემდეგ ბარსას ხელმძღვანელობამ საგენგებო თათბირი ჩაატარა.

ლოსაბონიდან ბარსელონაში დაბრუნების შემდეგ ჟოან ლაპორტა და კლუბის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მწვრთნელის მომავალზე იმსჯელეს. შეხვედრა ადგილობრივი დროით დილის 4 საათამდე გაგრძელდა. შეხვედრას წამყვანი ფეხბურთელებიც ესწრებოდნენ, რათა მათი აზრიც გაეგოთ გუნდში არსებული მდგომარეობის შესახებ.

კუმანი შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არ არის და ხელმძღვანელობას შორის მორიგი შეხვედრა სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გაიმართება.

ბარსაში ნიდერლანდელი სპეციალისტის შემცვლელად სამ კანდიდატურას განიხილავენ - ჩავის, რობერტო მარტინესსა და ანდრეა პირლოს. ამ სამეულიდან მხოლოდ იტალიელია თავისუფალი, რომელიც ამჟამად არსად მუშაობს და როგორც ესპანელი ჟურნალისტები წერენ, ლაპორტას ფავორიტიც ის არის. "ბლაუგრანას" პრეზიდენტი პირლოში ახალ ფრანკ რაიკააარდს ხედავს, რომელიც ლაპორტამ 2003 წელს დანიშნა კლუბის მთავარ მწვრთნელად და ამ ნაბიჯმა გაამართლა.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ სეზონი ცუდად დაიწყო, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც ორივე მატჩი წააგო, გოლი ვერ გაიტანა და 6 გოლი გაუშვა. მადრიდის ატლეტიკოსთან უახლოეს შეხვედრაში ბარსას ისევ კუმანი უხელმძღვანელებს, შემდეგ კი ორკვირიანი სანაკრებო პაუზა იწყება და კატალონიელები ამ პერიოდში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები