Thumbnail

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ლიდერი მანუჩარ მარკოიშვილი ფრანგულ მონაკოში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა. 30 სექტემბერს მონაკოს ევროლიგაზე პანათინაიკოსის წინააღმდეგ სადებიუტო შეხვედრა აქვს.

რა მიზნები აქვს მონაკოს და კვლავაც ითანამშრომლებს თუ არა მარკოიშვილი საქართველოს ნაკრებთან? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მისაღებად პოპსპორტი ქართველ მწვრთნელს მონაკოში დაუკავშირდა.

POPSPORT: პიფრველ რიგში საინტერესოა, როგორ შედგა შენი და მონაკოს ხელმძღვანელების ურთიერთობა?

მანუჩარ მარკოიშვილი: მონაკოს მთავარ მწვრთნელ ზვეზდან მიტროვიჩს ვიცნობდი და რამდენიმე ხნის წინ ვთხოვე, რომ გუნდთან ერთად შეკრებაზე ყოფნის საშუალება მოეცა. გარდა ამისა, წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდი ამხანაგურ მატჩებსაც მოიცავს. მას შემდეგ, რაც გუნდთან ერთად თვეზე მეტი გავატარე, მივიღე სამწვრთნელო შტაბში მიტროვიჩის ასისტენტად მუშაობის შეთავაზება. ჩემი მხრიდან გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ ყოფილა. ბევრი რამ უნდა გამეთვალისწინებინა, თუნდაც ოჯახის ფაქტორი. ყველამ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ გუნდში დარჩენასა და მონაკოში მუშაობაზე უარი არ უნდა მეთქვა. საბოლოო ჯამში, შემიძლია ვთქვა, რომ აქ ჩამოსვლა და დარჩენა სწორი გადაწყვეტილებაა. მონაკოში მიღებული გამოცდილება ჩემს კარიერაში ძალიან გამომადგება.

POPSPORT: რა მიზნები აქვს მონაკოს?

მარკოიშვილი: ევროლიგაზე პირველად ვთამაშობთ. მონაკოსადმი ინტერესი ძალიან დიდია. შემიძლია ვთქვა, რომ გუნდი ამ დონეზე კონკურენტუნარიანია. რაც შეეხება ქვეყნის პირველობას: აქ მონაკოს მიზანი ჩემპიონობაა.

მანუჩარ მარკოიშვილისთვის მონაკოს სამწვრთნელო შტაბში მუშაობა დიდი გამოწვევაა

POPSPORT: როგორ შეეწყო გუნდს მაიკ ჯეიმსი?

მარკოიშვილი: ამერიკელი ახალი ჩამოსულია. დიდი ხანი არაა, რაც მონაკოსთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა ის ძალიან ძლიერი კალათბურთელია და დარწმუნებული ვარ, რომ ადაპტაცია არ გაუჭირდება.

POPSPORT: რამდენად რეალურია ამ ვითარებაში საქართველოს ნაკრებში მუშაობის გაგრძელება?

მარკოიშვილი: ამ მომენტში მე საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი ვარ. სანაკრებო თამაშების მოახლოებასთან ერთად ბევრი რამ გაირკვევა. პირადად მე ცდას არ დავაკლებ, რომ ორივე საქმის შეთავსება შევძლო. ერთ-ერთი ის ადამიანი, ვისთანაც მონაკოში დანიშვნის შესახებ კონსულტაციას გავდიოდი, ილიას ზუროსი იყო. მან ყველაფერში მხარი დამიჭირა და მოიწონა ჩემი გადაწყვეტილება სტაჟირებასა და აქ მუშაობის გაგრძელებაზე.

წლევანდელ სეზონს მონაკო სწორედ პანათინაიკოსთან შეხვედრით იწყებს. გუნდის აქტივში უკვე არის ერთი საერთაშორისო ტიტული. გასულ სეზონში კლუბმა ევროქაფი მოიგო. ტურნირის ფინალში მან უნიქსს აჯობა.

გამოკითხვა

ვინ გახდება NBA-ს ჩემპიონი?

  • ბრუკლინი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • გოლდენ სტეიტი
  • იუტა
  • კლიპერსი
  • დენვერი
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები