Thumbnail

საქართველოს ნაკრები საბერძნეთისა და კოსოვოს ნაკრებებთან მატჩებისთვის 24 ფეხბურთელით მოემზადება. ვილი სანიოლმა შემადგენლობა დაასახელა, თუმცა ამჯერად განსაკუთრებული სიახლეების გარეშე.

სექტემბრის სიისგან განსხვავებით, ამჯერად შემადგენლობაში მოხვდნენ თორნიკე ოქრიაშვილი, ვაკო გვილია და ნიკა კვეკვესკირი. გამოძახებულია ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელსაც წინა სანაკრებო ფანჯარა ტრავმის გამო გაუცდა.

აღსანიშნავია, რომ სანიოლმა ერთადერთი ნომინალური ცენტრფორვარდი მიიწვია - გიორგი მიქაუტაძე, ხოლო გიორგი ქვილითაია, ბუდუ ზივზივაძე და ვაკო ყაზაიშვილი შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ. დისკვალიფიკაციის გამო საბერძნეთთან გურამ კაშია და გრიგოლ ჩაბრაძე ვერ ითამაშებენ, თუმცა ისინი საწვრთნელ შეკრებას სრულად გაივლიან და კოსოვოსთან მატჩისთვის მოემზადებიან.

საქართველოს ნაკრები 4 ოქტომბერს თბილისში შეიკრიბება და უახლოესი ორი მატჩისთვის მზადებას დაიწყებს.

​საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი), გურამ გიორბელიძე (დინამო დრეზდენი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (სლოვანი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალ ტულა), ვაკო გვილია (რაკუვი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი).

თავდამსხმელი: გიორგი მიქაუტაძე (სერენი)

საქართველოს ნაკრებს 2022 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში 5 თამაშში 1 ქულა აქვს მოპოვებული, სტუმრად საბერძნეთის წინააღმდეგ. 9 ოქტომბერს, სანიოლის გუნდი ბათუმში, სწორედ საბერძნეთის ნაკრებს შეხვდება, 12 ოქტომბერს კი, სტურმად კოსოვოს წინააღმდეგ ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები