Thumbnail
  • იუვენტუსის მწვრთნელმა და ფედერიკო კიეზამ ჩელსისთან მოგებული მატჩი შეაფასეს
  • ალეგრიმ ფეხბურთელები შეაქო, კიეზამ ჩელსის სათამაშო სტილზე ყურადღება გაამახვილა 

იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულ ჩელსის 1:0 მოუგო. მასიმილიანო ალეგრიმ იცის, როგორ მოიგოს ასეთი რთული მატჩები. დიდი დანაკლისის მიუხედავად, მაქსმა ტურინში 3 ქულა დაიტოვა და იუვენტუსი ჯგუფში პირველ ადგილზე გადაიყვანა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ტურინელთა მწვრთნელმა და გამარჯვების გოლის ავტორმა ფედერიკო კიეზამ მატჩი შეაფასეს და აღნიშნეს, რომ შეხვედრა საკმაოდ რთული იყო, გამარჯვებამ კი დიდი სიხარული მოუტანათ.

მასიმილიანო ალეგრი: "მეზღვაურები შტორმიდან გამოსავალს ყოველთვის პოულობენ. ჩელსისთან რთული თამაში გვქონდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულებს კარგად ვეთამაშეთ. გოლი არ გაგვიშვია, 6 ქულა გვაქვს და ჯგუფიდან გასვლისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით. იუვენტუსმა ასეთი მატჩები უნდა მოიგოს. მსგავსი შეხვედრების მოსაგებად ბევრი უნდა ვიბრძოლოთ, რათა შედეგი დადებითი იყოს."

ფედერიკო კიეზა: "ეს რთული მომენტი იყო. ჩელსი სახიფათოდ თამაშობდა და თავის დაცვა გვიწევდა, თუმცა ჩვენ იუვენტუსის ხასიათი ვაჩვენეთ. ის ხასიათი, რომელსაც მწვრთნელი ჩვენგან ითხოვს. ამ გამარჯვებით უნდა ვისიამოვნოთ, მაგრამ შაბათს დერბი გვაქვს და მზადება მალე უნდა დავიწყოთ."

კომენტარები

ბოლო ამბები