Thumbnail
  • რეალი 1:2 შერიფი
  • იური ვერნიდუბმა მადრიდში რეალთან სენსაციურ მოგებაზე ისაუბრა
  • ვაჟა თარხნიშვილი შერიფის გენერალური დირექტორის პოსტს იკავებს  

ტირასპოლის შერიფის მთავარმა მწვრთნელმა იური ვერნიდუბმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მას და კლუბის გენერალურ დირექტორს ვაჟა თარნხნიშვილს სჯეროდათ, რომ “სანტიაგო ბერნაბეუზე” წარმატების მიღწევა შესაძლებელი იყო.

ტირასპოლის შერიფის ლეგენდარულ მცველსა და კაპიტანს ვაჟა თარხნიშვილს, რომელიც ამ გუნდის ღირსებას 1999-2012 წლებში იცავდა, კარიერის დასრულების შემდეგ ჯერ მოლდოვური კლუბის სპორტული დირექტორის თანამდებობა ეკავა, 2014 წლიდან კი მისი გენერალური დირექტორია. 

ვაჟა თარხნიშვილს მადრიდში შერიფის წარმატების სჯეროდა 

"დიახ, ჩემს კარიერაში ეს ყველაზე დიდი წარმატებაა. წარმოვიდგენდი თუ არა, რომ ეს რეალური იყო? რატომაც არა? მე და ვაჟა თარხნიშვილი მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობდით. თუმცა, სხვები შემოგვყურებდნენ და ფიქრობდნენ, რომ ორივე "გაურკვეველი" ვიყავით…", - განაცხადა უკრაინელმა სპეციალისტმა.

ტირასპოლის შერიფმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში სენსაცია მოახდინა და სტუმრად "სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდის რეალი დაამარცხა - 2:1. ახლა მოლდოვურ გუნდს 6 ქულა აქვს და D ჯგუფს ლიდერობს. 3 ქულით მეორე რეალია, ხოლო მილანის ინტერსა და დონეცკის შახტარს თითო ქულა აქვთ.

კომენტარები

ბოლო ამბები