Thumbnail

'მესი მაისურს არ უნდა აჭუჭყიანებდეს' - ფერდინანდი პსჟ-ს გაუბრაზდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ამ გუნდში რომ ვყოფილიყავი, ვიტყოდი: მის მაგივრად მე დავწვები'
  • რიო ფერდინანდმა პარიზელები უპატივცემულობაში დაადანაშაულა

მანჩესტერ იუნაიტედისა და ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელმა რიო ფერდინანდმა ფრანგული პსჟ გააკრიტიკა იმ ფაქტის გამო, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე ტურში მანჩესტერ სიტისთან მატჩში დაფიქსირდა.

ეპიზოდში, როდესაც ინგლისური კლუბი საჯარიმო დარტყმის შესასრულებლად ემზადებოდა, ცოცხალი კედლის დაბლა სწორედ არგენტინელი ვარსკვლავი წამოწვა, რათა მეტოქეს ბურთი დაბლა არ გაეტარებინა. ფერდინანდი ამან აღაშფოთა:

“იმ მომენტში, როდესაც ვარჯიშისას მაურისიო პოჩეტინომ მესის ამის გაკეთება სთხოვა, ვიღაც მაინც უნდა მისულიყო მასთან და ეთქვა: “არა, არა, არა, ლეომ ეს არ უნდა გააკეთოს”. ასე მოქცევა არ შეიძლება. ეს უპატივცემულობაა და მე ასე ნამდვილად არ მოვიქცეოდი. ამ გუნდში რომ ვყოფილიყავი, ვიტყოდი: “მის მაგივრად მე დავწვები”. არ დავუშვებდი, რომ კედლის უკან ის წამოწოლიყო. ეს ის არაა, რასაც მესი უნდა აკეთებდეს. ის საკუთარ მაისურს არ უნდა აჭუჭყიანებდეს”.

შეგახსენებთ, რომ გასულ შეხვედრაში პსჟ-მ 2:0 იმარჯვა, არგენტინელმა თავდამსხმელმა კი ფრანგული გრანდის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. პარიზელებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში 2 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვთ, ისევე, როგორც ბრიუგეს, მანჩესტერ სიტი 3 ქულით მე-3 ადგილზეა, ლაიპციგს კი ჯერ ქულა არ მოუპოვებია. ლიონელ მესის პსჟ-ს მაისურით ოთხ მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები