Thumbnail

ნიკოლოზ ბასილაშვილი სან დიეგოს ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 3:6, 4:6 ლორენცო სონეგო
  • ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქის მოწოდების მოგება ვერ მოახერხა

29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ს ქალაქ სან დიეგოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 661 800 დოლარი) პირველივე წრეში გამოეთიშა.

ბასილაშვილი SAN DIEGO OPEN-ის სასტარტო შეხვედრაში მე-9 ნომრად განთესილ იტალიელ ლორენცო სონეგოს გაეჯიბრა და მეტოქის მოწოდების მოგება ერთხელაც ვერ მოახერხა, ამდენად, გასაკვირი არ ყოფილა, რომ დამარცხდა – 3:6, 4:6.

თამაში საათსა და 21 წუთს გაგრძელდა და ნიკოლოზს ეისი არ მოუწოდებია, სამაგიეროდ 2 ორმაგი შეცდომა ჰქონდა (მეტოქეს, შესაბამისად, 12 და 0). ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ მოწოდებაზე გათამაშებების მხოლოდ 50% (40-დან 20) მოიგო, მეორეზე კი – 75% (20-დან 15). სონეგომ ბასილაშვილის მოწოდების აღება 2-ჯერ შესძლო.

კომენტარები

ბოლო ამბები