Thumbnail

ჩოგბურთი | ეკატერინე გორგოძე ყაზახეთში მიმდინარე ტურნირს გამოეთიშა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • იულია პუტინცევა 6:1, 6:2 ეკატერინე გორგოძე
  • Astana Open-ზე ძალებს ოქსანა კალაშნიკოვაც მოსინჯავს

29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 235 238 დოლარი) ჩაერთო, თუმცა, წარმატებას ვერ მიაღწია.

გორგოძეს წილისყრისას არ გაუმართლა, რადგანაც Astana Open-ის სასტარტო რაუნდშივე პირველ ნომრად განთესილ ყაზახ იულია პუტინცევას გადაეყარა და მხოლოდ 3 გეიმის მოგება მოახერხა – 1:6, 2:6.

ეკატერინემ ძალები წყილთა თანრიგშიც სცადა. ის და რუმინელი ჟაკელინ კრისტიანი ბრიტანელ მარი შარანსა და რუს სავინიხს შეხვდნენ და 3:6, 4:6 წააგეს.

ამავე ტურნირზე ოქსანა კალაშნიკოვა და რუსი ვარვარა გრაჩევა ასევე რუსებს – გაბუევასა და ზახაროვას შეხვდებიან და თუკი იმარჯვეს, მეოთხედფინალში ხსენებულ შარანსა და სავინიხს დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები