Thumbnail

თავისუფალი ჭიდაობა | ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • პეტრიაშვილი და ლომთაძე ტურნირზე მოქმედი ჩემპიონების რანგში წარსდგებიან
  • მსოფლიოს პირველობას 2-10 ოქტომბერს ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო უმასპინძლებს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი იანტბელიძის გადაწყვეტილებით, სხვებთან ერთად, ტურნირზე ვიხილავთ ბექა ლომთაძესა (61 კგ.) და გენო პეტრიაშვილს (125 კგ.), რომლებიც ხალიჩაზე მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონების რანგში გავლენ.

მოახლოებულ შეჯიბრს 2-10 ოქტომბერს ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო უმასპინძლებს, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს კი წარმომადგენელი ათივე წონით კატეგორიაში ეყოლება.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები

57 კგ. – გოგა ძიგუა
61 კგ. – ბექა ლომთაძე
65 კგ. – ედემი ბოლქვაძე
70 კგ. – ზურაბ იაკობიშვილი
74 კგ. – ავთანდილ კენჭაძე
79 კგ. – ნიკა კენჭაძე
86 კგ. – სანდრო ამინაშვილი
92 კგ. – ირაკლი მწითური
97 კგ. – ელიზბარ ოდიკაძე
125 კგ. – გენო პეტრიაშვილი

კომენტარები

ბოლო ამბები