Thumbnail

'ტოპგუნდების დონეზე დარჩენა ძნელია' - კუმანი ბარსელონას რეალობაზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში ბენფიკას შეხვდება
  • რა თქვა რონალდ კუმანმა მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ბარსელონა ლისაბონში ბენფიკას დაუპირისპირდება. მატჩის წინ ესპანური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ "და ლუჟზე" რთულ მატჩს ელოდება. ნიდერლანდელმა ისიც აღნიშნა, რომ ბარსასთვის ტოპგუნდებთან კონკურენცია ძნელი იქნება.

"რეალისტები უნდა ვიყოთ. გუნდში მომხდარი ცვლილებების გათვალისწინებით, ტოპგუნდების დონეზე დარჩენა ძნელია. ბენფიკასთან რთულ თამაშს ველოდებით. ისინი მასპინძლები არიან და ვიცით, როგორი ატმოსფერო იქნება სტადიონზე. ასევე ისიც ვიცით, თუ რამდენად ძლიერები არიან საკუთარ მოედანზე. არ ვფიქრობ, რომ გახსნილი თამაში იქნება, რადგან პორტუგალიური გუნდების მენტალიტეტი თამაშის კონტროლს და ძლიერ დაცვას ეფუძნება. ხვალინდელ მატჩში სწორედ ამას ველოდებით", - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონა პირველ ტურში შინ მიუნხენის ბაიერნთან 0:3 დამარცხდა, ხოლო ბენფიკამ კიევის დინამოსთან სტუმრად ქულა მოიპოვა (0:0).

კომენტარები

ბოლო ამბები