Thumbnail

ნ'გოლო კანტეს კორონავირუსი აქვს - ფრანგი ჩელსის იუვესთან ვერ დაეხმარება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • თომას ტუხელი იუვენტუსთან სათამაშოდ ტურინში დანაკლისით ჩადის
  • 30 წლის ფრანგი იზოლაციაშია და კლუბის უახლოეს მატჩებს გამოტოვებს

ლონდონის ჩელსის ნახევარმცველი ნ'გოლო კანტე გუნდის უახლოეს მატჩებს გამოტოვებს და ამის მიზეზი კორონავირუსის ტესტზე მიღებული დადებითი პასუხია. 30 წლის ფრანგ ფეხბურთელს სამშაბათს გამართულ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია, ის უკვე იზოლაციაში იმყოფება, სადაც გარკვეულ პერიოდს გაატარებს.

შესაგამისად, ნ’გოლო ჩელსის ჩემპიონთა ლიგისა და ინგლისის პრემიერლიგის უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება. ლონდონელები 29 სექტემბერს ტურინის იუვენტუსს ესტუმრებიან, 2 ოქტომბერს კი საუთჰემპტონს დაუპირისპირდებიან.  ამას გარდა, საეჭვოა მისი მონაწილეობა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შეხვედრაშიც. 

ფრანგმა ნახევარმცველმა ამ სეზონში ჩელსის რამდენიმე მატჩი უკვე გამოტოვა ტრავმის გამო. ის 19 სექტემბერს დაბრუნდა, სამი შეხვედრა ჩაატარა, ტოტენჰემთან მატჩში (3:0) კი გოლითაც გამოირჩა. 

თომას ტუხელის გუნდს იუვენტუსთან დაპირისპირებაში ასევე ვერ დაეხმარებიან კრისტიან პულიშიჩი, მეისონ მაუნთი და რის ჯეიმსი. 

ჩელსიმ ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფში გამოსვლა შინ სანკტ-პეტერბურგის ზენიტთან გამარჯვებით (1:0) დაიწყო. ლონდონელებმა პრემიერლიგაში ჩატარებულ 6 მატჩში 13 ქულა მოიპოვეს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები