Thumbnail

ყველაზე მაღალი პოზიცია! მერაბ დვალიშვილი UFC-ის რეიტინგში დაწინაურდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მერაბ დვალიშვილმა UFC 266-ზე მარლონ მორაეში დაამარცხა
  • ქართველი მებრძოლი UFC-ს რეიტინგში 5 პოზიციით დაწინაურდა

UFC 266-ზე ბევრი საინტერესო რამ მოხდა, მაგრამ ქართველი ქომაგისთვის მთავარი მერაბ დვალიშვილის გამარჯვება გახლდათ, რომელიც პირველ რაუნდში რთულ მდგომარეობაში იყო, ბრაზილიელ მორაეშს მისი ნოკაუტში გაშვებაც შეეძლო, თუმცა ქართველმა ბრძოლაში დაბრუნება მოახერხა და UFC-ში ზედიზედ მე-7 მოგება იზეიმა.

მორიგი ღონისძიების შემდეგ UFC-მ წონითი კატეგორიები განაახლა. რეიტინგში მერაბ დვალიშვილი 5 პოზიციით დაწინაურდა და ახლა მე-6 ადგილზეა! მერაბი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ს წონითი კატეგორიის ათეულში შევიდა.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველად გიგა ჭიკაძემ შეძლო. მან ბრაზილიელ ედსონ ბარბოზას აჯობა და ქვემსუბუქი კატეგორიის მე-10 ადგილიდან მე-8 ადგილზე გადაინაცვლა.

აღსანიშნავია, რომ დვალიშვილის მიერ დაფიქსირებული შედეგი ქართული MMA-ს ისტორიაში საუკეთესოა. აქამდე მე-6 ადგილზე UFC-ს რეიტინგში არცერთი ქართველი მებრძოლი არ ყოფილა.


კომენტარები

ბოლო ამბები