Thumbnail

ლიდერებში 2 ქართველია – ცვლილებები ძიუდოს მსოფლიო რეიტინგში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ტატო გრიგალაშვილმა ზაგრების გრან პრი მოიგო და პირველობა გაიმყარა
  • ლაშა ბექაურს ლიდერობა ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ჩამოართვა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ზაგრების გრან პრის დასრულების შემდეგ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ცვლილებები ქართველ ძიუდოისტებსაც შეეხოთ. ახალ კლასიფიკაციაში წონის ლიდერობა საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა შეინარჩუნა. ესენი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) არიან, რომელმაც ზაგრებშიც ოქროს მედალი მოიპოვა.

60 კგ.

ამ წონით კატეგორიაში ქართველ ძიუდოისტთაგან საუკეთესო შედეგი თემურ ნოზაძეს აქვს, რომელიც 2 174 ქულით მე-17 ადგილზეა, ლუხუმ ჩხვიმიანი კი 1 პოზიციით დაწინაურდა და 1 878 ქულით მეოცეა. ამავე წონაში ჯაბა პაპინაშვილი (320) 73-ეა, ხოლო ლაშა ჩადუნელი (160) – 96-ე. საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება: 1. იაგო აბულაძე (რუსეთი, 4 841), 2. ვეი იანგი (ტაივანი, 4 570), 3. ნაოჰისა ტაკატო (იაპონია, 8 170), 4. ვონ კიმი (სამხრეთ კორეა, 3 766), 5. ფრანსისკო გარიგოსი (ესპანეთი, 3 558).

66 კგ.

მოწინავე სამეულში ინარჩუნებს ადგილს ვაჟა მარგველაშვილი (4 530), კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი ბაგრატ ნინიაშვილი (1 458) კი 29-ეა. წონის ლიდერი სამხრეთკორეელი ბაულ ანია (5 603), მე-2 ადგილზე იტალიელი მანუელ ლომბარდოა (4 842), მარგველაშვილს კი კვალში იაპონელი ჰიფუმი აბე (4 200) და მონღოლი ბასხუუ იონდონპერენლეი (3 630) უდგანან.

73 კგ.

წონის ლიდერი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ლაშა შავდათუაშვილია (5 175), ხუთეულში კი მონღოლი ცოგბაატარ ცენდ-ოჩირი (4 338), იაპონელი სოიჩი ჰაშიმოტო (4 260), სამხრეთკორეელი ჩანგრიმ ანი (4 006) და შვედი ტომი მასიასიც (3 762) შედიან. ამ წონაში მოწინავე ასეულში კიდევ 3 ქართველი ძიუდოისტია: ნუგზარ ტატალაშვილი (1 240) 34-ეა, ალეკო მამიაშვილი (580) – 57-ე, ფრიდონ გიგანი (250) კი – 92-ე.

81 კგ.

ამ წონით კატეგორიაში ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა ტატო გრიგალაშვილმა (6 667), რომელიც ზაგრების გრან პრის ჩემპიონი გახდა. მას კვალში ბელგიელი მატიას კასე (5 910), ნიდერლანდელი ფრანკ დე ვიტი (4 584), უზბეკი შაროფიდინ ბოლტაბოევი (4 436) და მონღოლი საეიდ მოლაეი (4 258) უდგანან. საქართველოს ასეულში კიდევ 2 წარმომადგენელი ჰყავს: ლუკა მაისურაძე (1 405) 32-ეა, ხოლო ვლადიმერ ახალკაცი (430) – 69-ე.

ლუკა მაისურაძე 90 კგ-ის რეიტინგში 18 ადგილით დაწინაურდა

90 კგ.

წონის ლიდერობა დათმო ლაშა ბექაურმა (6 130), რომელიც ახლა მეორეა, პირველ პოზიციაზე კი ესპანელმა ნიკოლოზ შერაზადიშვილმა (6 154) გადაინაცვლა. ხუთეულში შედიან უზბეკი დავლატ ბობონოვი (6 004), შვედი მარკუს ნიმანი (4 588) და უნგრელი კრისტიან ტოტიც (4 430) შედიან. მე-11 ადგილზეა ბექა ღვინიაშვილი (3 120), ლუკა მაისურაძე (990), რომელიც უკვე ამ წონაში ასპარეზობს და ზაგრებში ვერცხლის მედალი მოიპოვა, 38-ე პოზიციამდე აღზევდა, ავთანდილ ჭრიკიშვილი (485) – 57-ეა, უშანგი მარგიანი (260) კი – 75-ე.

100 კგ.

ამ წონით კატეგორიაში კიდევ ერთი პოზიცია დათმო და მე-3 ადგილზეა საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი (4 962). ის რუს არმან ადამიანსა (5 024) და პორტუგალიელ ჟორჟე ფონსეკას (5 012) ჩამორჩება, ქართველი ძიუდოისტის შემდეგ კი, კანადელი შადი ელნაჰასი (4 929) და ისრაელის წარმომადგენელი პეტერ პალჩიკი (4 546) მოდიან. ქართველთაგან საუკეთესო ასეულში კიდევ 3 ქართველი ძიუდოისტია: ილია სულამანიძე (2 739) მეთოთხმეტეა, ონისე სანებლიძე (985) – 36-ე, ხოლო გიორგი ჩიქოვანი (290) – 77-ე.

+100 კგ.

მძიმე წონაში მე-6 საფეხური შეინარჩუნა გელა ზაალიშვილმა (3 794), მის წინ კი ტამერლან ბაშაევი (რუსეთი, 7 371), რაფაელ სილვა (ბრაზილია, 4 536), ინალ ტასოევი (რუსეთი, 4 284), კოკორო კაგეურა (იაპონია, 4 055) და ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი, 4 040) არიან. ამ წონაში საუკეთესო ასეულში კიდევ 4 ქართველი ძიუდოსტია: გურამ თუშიშვილი (3 178) მეათეა, ლევან მატიაშვილი (1 248) – 30-ე, საბა ინანეიშვილი (566) – 43-ე, ადამ ოქრუაშვილი (160) – 81-ე.

ქალები

ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ.) 1 373 ქულით 29-ეა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.) 3 374 ქულით მე-9 ადგილი შეინარჩუნა, მარიამ ჭანტურია (70 კგ.) 550 ქულით 41-ეა, ხოლო სოფიო სომხიშვილს (+78 კგ.) 54 ქულით 87-ე პოზიცია უკავია.

ოქტომბერში ძიუდოისტებს 2 მნიშვნელოვანი ტურნირი ელით, რომელიც რეიტინგში მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანენ. 6-10 ოქტომბერს იტალიის ქალაქი ოლბია ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს, ხოლო 16-17 ოქტომბერს პარიზში გრანდ სლემი ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები