Thumbnail

'სახლში დავბრუნდები და მოვიფიქრებ' - ფრენკ ლამპარდი დერბის ჩაიბარებს?

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ფრენკ ლამპარდის პირველი სამწვრთნელო საქმე?
  • ინგლისური ფეხბურთის ლეგენდას ჩემპიონშიფის გუნდი ეპატიჟება

ჩემპიონთა ლიგის ფინალის დასრულების შემდეგ, წამყვანმა - გარი ლინეკერმა გადაცემის ბოლოს ფრენკ ლამპარდს კითხვა დაუსვა "დერბი ქაუნთიში მართლა მიდიხარ?"

"ვნახოთ, ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს..." უპასუხა ჩელსის ლეგენდარულმა რვიანმა. "სახლში დავბრუნდები და მოვიფიქრებ. დერბი დიდი კლუბია, დიდი ტრადიციებით და ისტორიით, ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის."

ფრენკ ლამპარდი სამწვრთნელო პრაქტიკებს ჩელსის აკადემიაში გადის და ასევე, პრემიერლიგის სხვადასხვა გუნდების ვარჯიშებს ესწრება.

სტუდიაში, სტივენ ჯერარდიც იმყოფებოდა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ რეინჯერსში დაინიშნა. ლინეკერმა მას ხუმრობით უთხრა, თუ როდის იხილავდა მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლიგა და დიდი ფეხბურთი არ მაინტერესებს, მხოლოდ პირველი მატჩი და 3 ქულა მინდა" განაცხადა ჯერარდმა.

კომენტარები

ბოლო ამბები