Thumbnail

პატარა კლუბი ლონდონიდან - ფულემი პრემიერლიგაში დაბრუნდა!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ფულემი პრემიერლიგაში დაბრუნდა
  • ლონდონელებმა პრემიერლიგაში ბოლოს 2013-14 წლების სეზონი ითამაშეს

გუშინ, ინგლისის ჩემპიონშიფის პლეი-ოფში, ჯონ ტერის ასტონ ვილასთან გამარჯვების შემდეგ - ფულემი პრემიერლიგაში დაბრუნდა. ბოლოს, 'მსოფლიოს საუკეთსო ლიგაში' ლონდონის პატარა კლუბმა 2013-14 წლების სეზონში ითამაშა.

მატჩის მიმოხილვა 📺

მაშინ, მარტინ იოლის გუნდი მეცხრამეტე ადგილით ლიგიდან გავარდა და მასშემდეგ დაწინაურებას ცდილობს. ამის გაკეთება, ფულემმა სერბი სპეციალისტის - სლავიშა იოკანოვიჩის დახმარებით მოეახერხა. 10 კაციანმა "კოტეჯერებმა" ასტონ ვილა ტომ კრაინის გოლით დაამარცხეს.

ჩელსის და ინგლისური ფეხბურთის ეპოქალური მცველი - ჯონ ტერი გასულ სეზონში ასტონ ვილას კაპიტნობდა. განახლებული კოტრაქტით, პრემიერლიგაში დაწინაურების შემთხვევაში, ტერი ჩელსის წინააღმდეგ ვერ ითამაშებდა, თუმცა გუშინდელის შემდეგ ცხადი გახდა, რომ კონტაქტის ამ მუხლმა აზრი დაკარგა.

ჯონ ტერი მატჩის შემდეგ

 

კომენტარები

ბოლო ამბები